Magdalena Posted December 13, 2021 Posted December 13, 2021 2022 წელს აშშ ელის კრიპტოვალუტების მასიურ მიღებას სათანადო რეგულირებით და შემდგომში ხარული ბაზრით. ეს მოსაზრება Bloomberg-ის სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა ახალ ანგარიშში გამოთქვა. მისი თქმით, 2021 წელს კრიპტოვალუტების ზრდა დაკავშირებული იყო განვითარებული ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკასთან, რომლებიც ცდილობდნენ შერბილებულიყო ეკონომიკური კრიზისი პანდემიის ფონზე. მაკგლოუნი დარწმუნებულია, რომ 2022 წელს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა აამოქმედებს საგანგებო სტიმულირების პროგრამას ინფლაციისა და შრომის ბაზრის ზრდის ფონზე. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება Bitcoin-ისა და Ethereum-ის ზრდას შეუწყობს ხელს. მაკგლოუნმა სექტემბერში განაცხადა, რომ დოლართან დაკავშირებული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების ზრდა ამერიკულ ვალუტას ღირებულებას შემატებს. იმავე თვეში მის მიერ გამოხატული პროგნოზის თანახმად მოსალოდნელია Bitcoin-ის ზრდა 100 ათას აშშ დოლარამდე და მის გლობალურ სარეზერვო აქტივად ქცევა. https://tinyurl.com/2p8fda69
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now