Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-ის რაკეტა წარმატებით აფრინდა ფლორიდაში არსებულ კენედის სახელობის კოსმოსური მოედნიდან მისია NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer-ის (IXPE) ფარგლებში - აცხადებს CNN. რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა SpaceX-მაც Twitter-ზე. 

image.jpeg 

მისია NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer (IXPE) - პირველი თანამგზავრი, რომელიც განკუთვნილია რენტგენული გამოსხივების პოლარიზაციის გასაზომად სხვადასხვა კოსმოსური ობიექტებიდან, როგორებიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. წყარო: NASA 

მისია ერთობლივად შეიმუშავეს NASA-მ და იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ. IXPE შეუერთდება უამრავ სხვა კოსმოსურ ხომალდს, როგორიცაა NASA-ს რენტგენის ობსერვატორია "Chandra", რომელიც 1999 წელს შატლ „კოლუმბიაზე“ გაუშვეს. IXPE ბორტზე ატარებს სამ ტელესკოპს, რომლებიც ორიენტირებულია კოსმოსური სხივების პოლარიზაციის შესწავლაზე. 

image.jpeg 

რაკეტა SpaceX Falcon 9-ს გაშვება ბორტზე NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer-ით (IXPE). კომპლექსი 39A, 2021 წლის 9 დეკემბერი, კენედის კოსმოსური ცენტრი. წყარო: NASA  

რენტგენის სხივები კოსმოსში წარმოიქმნება მრავალი სხვადასხვა წყაროდან, როგორებიცაა ობიექტების შეჯახება, მაგნიტური ველები, მაღალი ტემპერატურა ან აფეთქებები. ამ სხივებს უნიკალური სიგნალები აქვთ, რომლებიც ხელს უწყობენ მათი წარმოშობის დადგენას. დედამიწის ატმოსფერო ხელს უშლის მათ პლანეტის ზედაპირთან მიახლოებაში. ამიტომ მეცნიერები კოსმოსში აგზავნიან რენტგენის ტელესკოპებს ჩვენი სამყაროს ბუნების და მასში არსებული ობიექტების წარმოშობის უკეთ გასაგებად. 

ახლო წარსულში რენტგენის ტელესკოპები გამოიყენებოდა ციური სხეულების სიკაშკაშისა და ფერის სპექტრის გასაზომად. თუმცა, ამ სხეულების მიერ გამოსხივებული სხივების პოლარიზაციის შესწავლით მეცნიერებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაიარა ამ სხივებმა თავიანთ გზაზე, იტყობინება CNN. 

მაღალი მგრძნობელობის პოლარიზაციის დეტექტორები დამზადდა იტალიაში და შექმნილია ტელესკოპებთან მუშაობისთვის ისეთი ციური სხეულების გამოსახულების მისაღებად, როგორიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. 

ასეთი სურათებიდან მიღებული პოლარიზაციის მონაცემების გამოყენებით მეცნიერები შეძლებენ უკეთ გაიგონ კოსმოსური ობიექტები არსი, მათი გარემო, თუ როგორ წარმოქმნიან ისინი რენტგენის სხივებ. IXPE მეცნიერებს ხელს შეუწყობს მიიღონ მეტი ინფორმაცია კოსმოსური ივრცეების შესახებ, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით, მათ შორის, რატომ ბრუნავენ შავი ხვრელები ან შთანთქავენ კოსმოსურ მატერიას, წერს პორტალი Engadget. 

გაშვებას დაახლოებით ერთი წუთი დასჭირდა და NASA-მ დაადასტურა, რომ IXPE წარმატებით გამოეყო SpaceX-ის რაკეტას. რაკეტ Falcon 9-ს პირველი შემადგენელი ნაწილი დაბრუნდა ატმოსფეროში და დაეშვა უპილოტო ავტონომიურ დასაშვებ პლატფორმა Just Read The Instructions-ზე, ფლორიდის სანაპიროზე - დაწერა SpaceX-მა Twitter-ზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.