Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

კომპანია Digital Currency Group-ის კუთვნილმა მაინინგ-პულ Foundry-მ დააანონსა სავაჭრო პლატფორმა FoundryX-ის ამოქმედება, რომელიც განკუთვნილი იქნება Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვისთვის. 

FoundryX იმოქმედებს, როგორც შუამავალი და მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან დააკავშირებს. პრეს-რელიზის თანახმად სავაჭრო პლატფორმამ შეძლო ორასზე მეტი მომხმარებლის მოზიდვა, რომელთა შორისაა საოჯახო ოფისები, მაინინგ და ენერგეტიკული კომპანიები. 

Foundry-ის ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა Jeff Burkey-მ The Block-თან ისაუბრა, რომ გეგმაშია არა მხოლოდ ახალი, არამედ მეორადი აღჭურვილობის გაყიდვა. შეკვეთის მინიმალური მოცულობა 50 ერთეულია. 

სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლები აგრეთვე უზრუნველყოფილნი იქნებიან კორპორატიული დონის დამატებითი სერვისებით, რომელთა შორისაა მიწოდება, ლოჯისტიკა და ბიზნეს-ანალიტიკა. 

მიმდინარე წელს Foundry-მ გამოიმშავა 125 მლნ აშშ დოლარზე მეტი აშშ-ის, კანადისა და ნორვეგიის მაცხოვრებელი მომხმარებლების მომსახურების შედეგად. მათ შორისაა Bit Digital, BitDeer, Bitfarms, CleanSpark, Core Scientific, Compute North, Greenidge, HIVE, Hut 8 და სხვები. 

2021 წლის ნოემბერში Foundry გახდა ლიდერი ჰეშრეიში. ამ დროისთვის მისი წილი Bitcoin-ის ქსელის მთლიან გამოთვლით სიმძლავრეში 21%-ს აჭარბებდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.