Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

უცნობმა ტრეიდინგ-კომპანიამ 4 დეკემბერს Bitcoin-ში პოზიციები 500 მლნ აშშ დოლარით შეამცირდა, რამაც დერივატივების ბაზარზე გამოიწვია 1.3 მლრდ აშშ დოლარიანი აგრესიული ლიკვიდაცია 42.000-დან 51.000 აშშ დოლარის დიაპაზონში, წერს The Block. 

გამომცმელობის ინფორმაციით, ღია ინტერესის მოცულობა ერთ საათზე ნაკლებ დროში 21.6 მლრდ-დან 16.7 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

image.jpeg

წყარო: The Block. Coinglass. 

„ყველას კარგი წელი ჰქონდა. ისინი, ვინც ტრადიციული ფინანსებიდან მოვიდნენ, მიჰყვებიან მაკროეკონომიკურ ფონს, რომელიც უკვე არასტაბილურად გამოიყურება“ - განაცხადა Bitcoin-ბირჟა FalconX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აია კანტოროვიჩმა. 

ტოპ-მენეჯერის აზრით მომხმარებლის ინტერესი გრძელვადიან ჰორიზონტზე ფოკუსირებული რჩება. 

4 დეკემბერს Bitcoin-ის ფასი ზემოთხსენებულ მომენტში 42 ათას აშშ დოლარამდე დაეცა. პირველი კრიპტოვალუტის შემდეგ კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ტოპ 10-დან თითქმის ყველა ციფრული აქტივი წითელ ზონაში აღმოჩნდა. 

CoinGecko-ს თანახმად სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 48 540 აშშ დოლარად იყიდებოდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.8%-ით შემცირდა, კვირის განმავლობაში - 15%-ით. 

image.png 

BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView 

მილიარდერ ინვეტორ ლუი ნაველიეს აზრით დასაშვებია Bitcoin-ის ფასის ვარდნა 10 ათას აშშ დოლარამდე. მისი თქმით, პირველი კრიპტოვალულტის გრაფიკზე ძლიერდება „ორმაგი მწვერვალის“ ფორმირების სიგნალი, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია მოხდეს ფედერალური რეზერვების სისტემის პოლიტიკის ნორმალიზების შედეგად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.