Magdalena Posted December 8, 2021 Posted December 8, 2021 უცნობმა ტრეიდინგ-კომპანიამ 4 დეკემბერს Bitcoin-ში პოზიციები 500 მლნ აშშ დოლარით შეამცირდა, რამაც დერივატივების ბაზარზე გამოიწვია 1.3 მლრდ აშშ დოლარიანი აგრესიული ლიკვიდაცია 42.000-დან 51.000 აშშ დოლარის დიაპაზონში, წერს The Block. გამომცმელობის ინფორმაციით, ღია ინტერესის მოცულობა ერთ საათზე ნაკლებ დროში 21.6 მლრდ-დან 16.7 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. წყარო: The Block. Coinglass. „ყველას კარგი წელი ჰქონდა. ისინი, ვინც ტრადიციული ფინანსებიდან მოვიდნენ, მიჰყვებიან მაკროეკონომიკურ ფონს, რომელიც უკვე არასტაბილურად გამოიყურება“ - განაცხადა Bitcoin-ბირჟა FalconX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აია კანტოროვიჩმა. ტოპ-მენეჯერის აზრით მომხმარებლის ინტერესი გრძელვადიან ჰორიზონტზე ფოკუსირებული რჩება. 4 დეკემბერს Bitcoin-ის ფასი ზემოთხსენებულ მომენტში 42 ათას აშშ დოლარამდე დაეცა. პირველი კრიპტოვალუტის შემდეგ კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ტოპ 10-დან თითქმის ყველა ციფრული აქტივი წითელ ზონაში აღმოჩნდა. CoinGecko-ს თანახმად სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 48 540 აშშ დოლარად იყიდებოდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.8%-ით შემცირდა, კვირის განმავლობაში - 15%-ით. BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView მილიარდერ ინვესტორ ლუი ნაველიეს აზრით დასაშვებია Bitcoin-ის ფასის ვარდნა 10 ათას აშშ დოლარამდე. მისი თქმით, პირველი კრიპტოვალულტის გრაფიკზე ძლიერდება „ორმაგი მწვერვალის“ ფორმირების სიგნალი, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია მოხდეს ფედერალური რეზერვების სისტემის პოლიტიკის ნორმალიზების შედეგად. https://tinyurl.com/2npemexp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.