Jump to content

Recommended Posts

Posted

VideoCardz-ის ხელში მოხვდა სამომავლო კომპიუტერ AMD 4800S Desktop Kit-ის ფოტოები, რომლის შემადგენლობაში შედის უცნობი პროცესორი AMD 4800S. ამ მოწყობილობი შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლოა ეს სისტემა აგებული იყოს AMD-ის მორიგ ჰიბრიდულ პროცესორზე, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო გეიმინგ-კონსოლის შემადგენლობაში გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ფოტოს წყაროს პრაქტიკულად არაფერი უცნობებია ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის პროცესორში Zen 2 არქიტექტურაა გამოყენებული. ამჟამად უცნობია, არის თუ არა AMD 4800S უკვე ცნობილ ჩიპ AMD 4700S-ის ვარიანტი, თუმცა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებით, თუ საუბარი ეხება სრულიად სხვა პროცესორს. შეგახსენებთ, რომ ჰიბრიდული AMD 4700S, რომელიც OEM-დეველოპერების მეშვეობით გავრცელდა, გეიმინგ კონსოლ PlayStation 5-ის პროცესორის დესკტოპ ვერსიას წარმოადგენს. შესაძლოა AMD 4800S იყოს ერთ-ერთი Xbox Series კონსოლის APU-ის დესკტოპ ვერსია. თუმცა ამჟამად ამის მტკიცება შეუძლებელია. 

image.jpeg 

თუკი მითითებული მახასიათებლები სწორია, AMD 4700S და 4800S ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ბოლო მათგანს აქვს PCI-Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა და 4800S Desktop Kit-ის დედა დაფა აღჭურვილია ამგვარი კონექტორით. 4700S მუშაობს მხოლოდ PCIe 2.0 ინტერფეისზე. გარდა ამისა, უმცროსი ვერსია თავსებადია მხოლოდ საბაზისო დონის ვიდეო დაფებთან (მაგალიად, Radeon RX 550-თან), ხოლო 4800S მოდელთან მიმართებაში მხარდაჭერილია უფრო მაღალი წარმადობის ამაჩქარებლები. მაგალითად, 4800S Desktop Kit-ის საბაზისო კომპლექტში შედის ვიდეო დაფა Radeon RX 6600. 

image.jpeg 

პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ორი M.2 სლოტი: ერთი - NVMe SSD-სთვის, მეორე - Wi-Fi მოდულისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერილია Socket AM-ის გაგრილების სისტემა. 

image.jpeg 

როგორც  VideoCardz წერს, სისტემა AMD 4800S Desktop Kit გამოვა 2022 წლის პირველ კვარტალში. მას კომპანია MSI გამოუშვებს. კომპლექტში შევა ამაჩქარებელი PowerColor Radeon RX 6600. სისტემის სხვა ვერსიების (ვიდეო დაფის გარეშე) გამოშვების გეგმასთან, ასევე სისტემის ფასთან დაკავშირებული ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.