Magdalena Posted December 6, 2021 Posted December 6, 2021 კომპანია Nissan Motor-მა წარადგინა ავტომატური როვერის პროტოტიპი მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მოწყობილობა შეიქმნა იაპონიის საჰაერო კოსმოსური კვლევის სააგენტოსთან (JAXA) თანამშრომლობით. წყარო: Nissan მთვარის როვერის შექმნისას Nissan-მა გამოიყენა ელექტრომობილების, LEAF-სა და Ariya-ს შემუშავებისას მიღებული გამოცდილება. კერძოდ, საუბარი ეხება ძრავის მართვის საშუალებებსა და ოთხი წამყვანი თვლის ტექნოლოგია e-4ORCE-ს. აღნიშნულია, რომ მთვარის როვერმა უნდა შეძლოს კლდოვან, ფხვნილისმაგვარ, უსწორმასწორო, სხვადასხვაგვარ ზედაპირზე გადაადგილება და თანაც იყოს ენერგოეფექტური. ქვიშისმაგვარ გრუნტზე მოძრაობა რთულია, რადგან შესაძლოა საბურავებმა იტრიალოს და გაიჭედოს. სისტემა e-4ORCE სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. როვერის წარმოდგენილი პროტოტიპი წარმოადგენს ოთხბორბლიან მანქანას. ტექნოლოგია e-4ORCE საშუალებას იძლევა თითოეული საბურავი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმართოს. ძრავის მართვის სპეციალური სისტემა მოძრაობისას სრიალს ამცირებს და უზრუნველყოფს ეფექტურ გადაადგილებას სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე. შედეგად იზრდება მთვარემავალის გადაადგილების ხარისხი რთულად გასავლელ ტერიტორიებზე. „JAXA მოწოდებულია გამოიყენოს კვლევის შედეგები სამომავლო კოსმოსური კვლევისთვის. ჩვენ კომპანიებთან, უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობთ ისეთ პროექტებზე, რომლებსაც გააჩნიათ კომერციალიზაციისა და ინოვაციების პოტენციალი. Nissan-თან, ელექტრომობილების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიასთან ერთად კვლევის ჩატარებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ შედეგებს მთვარის როვერების უფრო ეფექტური მოდელების შემუშავებაში“ - განაცხადეს JAXA-ს კოსმოსის კვლევის ინოვაციების ცენტრში. https://tinyurl.com/mktbnsc5
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now