Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ჟურნალ Forbes-მა კრიპტოინდუსტრიის 15 წარმომადგენელი შეიყვანა ყოველწლიურ სიაში „30 30 წლამდე“, რომელშიც შედიან ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდები ბიზნესის, მედიის, სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სფეროდან. 

Forbes-ის ყოველწლიურ სია „30 30-მდე“ 20 კატეგორიადაა დაყოფილი. მისი შედგენის დროს მონაწილეები არ უნდა იყვნენ 30 წელს მიღწეულები. 

15-დან 11 პირი წარმოადგენს „ფინანსების“ კატეგორიას. მათ შორის არიან: 

  • ვენჩურული კომპანია Alameda Research-ის თანა-გენერალური დირექტორები კეროლაინ ელისონი და სემ ტრაბუკო; 

  • NFT-მარკეტფლეის OpenSea-ს თანადამფუძნებელი ალექს ატალა; 

  • Bitcoin-ბირჟა CoinList-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ტუბერგენი; 

  • DeFi-პლატფორმა Slingshot-ის ხელმძღვანელი კლინტონ ბემბრი; 

  • ბლოკჩეინ-კომპანია Edge & Node-ის დამფუძნებელი ტეგან კლაინი; 

  • სტრიმინგ ბლოკჩეინ-სერვის Audius-ის ხელმძღვანელი რონეილ რუმბური; 

  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერ TaxBit-ის დამფუძნებელი ჯასტინ ვუდვორდი; 

  • კომპანია Fidelity Digital Assets-ის პროდუქტების მართვის დირექტორი ბენ შპიგელმანი; 

  • კრიპტო ETP-ის პროვაიდერ 21 Shares-ის თანადამფუძნებელი ოფელია სნაიდერი; 

  • ბლოკჩეინ-კომპანია TRM Labs-ის თანადამფუძნებელი რაჰუნ რაინა. 

საინფორმაციო პორტალ Blockworks-ის თანადამფუძნებლები მაიკლ იპოლიტო და ჯეისონ იანოვიცი კატეგორია „მედია“-ში არიან, ხოლო PleasrDAO-ს დამფუძნებელი ემილი იანგი - ხელოვნებაში. 

სიახლედ იქცა დაარსებული „დიდების დარბაზი“. ამ სიაში შევიდა კრიპტო ბირჟა FTX-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ბეკმან-ფრიდი, სტარტაპ Stripe-ის თანადამფუძნებელი პატრიკ კოლისონი, ონლაინ-ბროკერ Robinhood-ის თანადამფუძნებელი ვლად ტენევი და Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი. 

შეგახსენებთ, რომ „30 30-მდე“ სიის წინა ვერსიაში კრიპტოვალუტების ინდუსტრია შვიდი ადამიანით იყო წარმოდგენილი. 

შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი მილიარდერის ყოველწლიურ რეიტინგ შედის ციფრული აქტივების შვიდი ანტრეპრენერი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.