Jump to content

Recommended Posts

Posted

Google მზად არის გამოუშვას ახალი პროდუქტის კატეგორია საკუთარი ბრენდის ქვეშ. Business Insider-ის ცნობით საძიებო გიგანტი მუშაობს სმარტ-საათზე სახელწოდებით Pixel Watch, რომლის წარდგენას მომავალ წელს გეგმავს. Google-ის შიდა დოკუმენტების თანახმად მოწყობილობა, რომლის კოდური დასახელებაა Rohan, Pixel სმარტფონების მსგავსად კომპანიის მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესთავაზებს საძიებო გიგანტის უახლეს პროგრამულ და აპარატულ პლატფორმებს. 

image.jpeg 

დღესდღეობით Google სმარტ-საათების პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის მესამე მხარეს, მაგრამ ჯერ არ წარუდგენია საკუთარი მოწყობილობა ამ კატეგორიაში. Google-ის ბრენდირებული სმარტ-საათები საძიებო გიგანტს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს Apple-, რომელმაც უზარმაზარი წარმატება მოიპოვა Apple Watch-ით, რომელიც ბაზარზე უკვე მეშვიდე თაობის მოწყობილობით არის წარმოდგენილი. 

ცნობილია, რომ Apple Watch-ისგან განსხვავებით Google-ის სმარტ-საათები მრგვალი იქნება და არ ექნება ჩარჩო ეკრანის ირგვლივ. Apple-ის მოწყობილობების მსგავსად მათშიც წარმოდგენილი იქნება მომხმარებლის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის განკუთვნილი მოწინავე შესაძლებლობები. მიმდინარე წელს პროექტ Rohan-ზე მუშაობა დაჩქარდა. Google-მა განვითარების გუნდის გარეთ მყოფ ადამიანებსაც კი მისცა საშუალება, გამოეცადათ მოწყობილობა და გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები მის შესახებ. კომპანიის დოკუმენტების თანახმად ერთ-ერთი ასეთი სესია ნოემბერში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია სმარტ-საათის საბოლოო სახელი. Google-ის შიდა დოკუმენტებში სახელწოდებად ფიგურირებს Pixel Watch და Android Watch. 

Google-ს დიდი გეგმები აქვს თან სატარებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით. იანვარში კომპანიამ გარიგების შედეგად 2.1 მლრდ აშშ დოლარად შეიძინა Fitbit, რომელმაც განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში აპირებს Google-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობის შექმნას. თუმცა ცნობილია, რომ Google სმარტ-საა Rohan-ს გაყიდის საკუთარი ბრენდის და არა Fitbit-ის სახელით. 

ცნობილია, რომ სმარტ-საათები Rohan აღჭურვილი იქნება პულსის მზომით და შემოვთავაზებენ ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციებს, როგორიცაა მაგალითად გავლილი ნაბიჯების დათვლა. ერთ-ერთ დოკუმენტში Google მას აღწერს როგორც მოწყობილობას, რომელიც მოსახერხებელი იქნება მოსახლეობის 90%-ისთვის. აგრეთვე ცნობილია, რომ Google შემოგვთავაზებს დაპატენტებულ მოსახსნელ სამაჯურებს საათებისთვის. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ზომაში. 

Google-ის შიდა შეხვედრების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საათი მომავალ წელს გამოვა. თუკი ტესტირების ბოლო რაუნდი წარმატებით ჩაივლის, მოწყობილობა ბაზარზე გაზაფხულზე გამოვა. 

Google-ის პირველი საათები ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ საძიებო გიგანტმა პროექტი მოწყობილობის დაგეგმილ ანონსამდე ცოტა ხნით ადრე გააუქმა. ამის ნაცვლად კომპანიამ გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა გარე მწარმოებლებისთვის სმარტ-საათების პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მიწოდებაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.