Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

საერთაშორისო კომპანიების ნახევარზე მეტი იყენებს მინიმუმ ერთ კრიპტოვალუტას თავის საქმიანობაში. ამავდროულად, Bitcoin ყველაზე პოპულარული მონეტაა მათ შორის, რომელთა წლიური ბრუნვა 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 

ახალი ამბების აგრეგატორ PYMNTS-ის მიერ 250 ტრანსსასაზღვრო კომპანიისა და 250 ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 57.6% იყენებს მინიმუმ ერთ კრიპტოვალუტას საერთაშორისო გადარიცხვებისთვის. 250 კომპანიიდან 31.2%-მა უპირატესობა მიანიჭა Bitcoin-ს, 28.8%-მა - Stablecoin-ებს და 24%-მა - Ethereum-ს. 

ფინანსური ინსტიტუტების 61.4%-ს ესმის მომხმარებლებისთვის ციფრულ აქტივებზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. თუმცა, მხოლოდ 10% არის მზად, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მათ ტიპს. 

ფინანსური ინსტიტუტების 90% არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტაზე წვდომას. ამასთან, რესპონდენტთა 48% მნიშვნელოვანად მიიჩნევს ამ ტიპის გადახდების მხარდასაჭერად საკანონმდებლო ნორმების შექმნას. 

ტრანსსასაზღვრო საწარმოების 56% იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას თავის საქმიანობაში. სმარტ კონტრაქტები რჩება 42%-ის გამოყენების ძირითად შემთხვევად. 

„კრიპტოვალუტების მიღებაში მთავარი როლი შეასრულა ტრანზაქციის ხარჯების შემცირებამ და გადარიცხვების გამარტივებულმა პროცედურებმა ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით“, - აღნიშნულია კვლევაში. 

რესპონდენტების 31% ბლოკჩეინის დანერგვისთვის ბარიერად მიიჩნევს ტექნოლოგიის დაუდასტურებელ რენტაბელობას, 29% კი ფთხილობს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.