Magdalena Posted December 3, 2021 Posted December 3, 2021 კომპანია Qualcomm-მა დააანონსა აპარატული პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 3, რომელიც განკუთვნილია ინტერნეტთან მუდმივად დაკავშირებული Windows on Arm კომპიუტერების აწყობისთვის. ფოტოს წყარო: Qualcomm დაანონსებული პლატფორმა არის პირველი 5-ნანომეტრიანი ჩიპი Windows-ზე მომუშავე ლეპტოპებისთვის. Snapdragon 8cx Gen 2 მოდელთან შედარებით უზრუნველყოფილია CPU ბლოკის სიჩქარის 85%-იანი და GPU ბლოკის წარმადობის 60%-იანი ზრდა. ახალი პროცესორის შემადგენლობაში შედის რვა ბირთვი Qualcomm Kryo და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno პროგრამულ ინტერფეის DX12-ის მხარდაჭერით. მხარდაჭერილია მუშაობა 4K ფორმატის დისპლეისთან; გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ორ გარე 4K მონიტორზე. პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 3 საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ოპერატიული მეხსიერება LPDDR4x-2166, NVMe SSD და UFS 3.1 სტანდარტის ფლეშ-მეხსიერება. შესაძლებელია 24 მეგაპიქსელამდე კამერის გამოყენება. ჩიპის შემადგენლობაში შედის მოდემი Qualcomm Snapdragon X65 5G, რომელიც მონაცემთა ჩატვირთვის მაქსიმალურ 10 გბ/წმ-მდე სიჩქარეს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ქვესისტემა Qualcomm FastConnect 6900 უსადენო კავშირ Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერით (სიჩქარე 3.6 გბ/წმ-მდე). პროცესორის აღჭურვილობაში შედის ხელოვნური ინტელექტის ძრავი AI Engine, Beidou/Galileo/ГЛОНАСС/GPS/QZSS ნავიგაციის სისტემების თანამგზავრული მიმღები, Bluetooth 5.1 ადაპტერი და უსაფრთხოების მოდული Qualcomm Secure Processing Unit (SPU). Snapdragon 8cx Gen 3-ის ბაზაზე აგებული პორტატული კომპიუტერების დებიუტი შედგება მომავალი წლის პირველ ნახევარში. https://tinyurl.com/2b9t2dc6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.