Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Qualcomm-მა დააანონსა აპარატული პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 3, რომელიც განკუთვნილია ინტერნეტთან მუდმივად დაკავშირებული Windows on Arm კომპიუტერების აწყობისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

დაანონსებული პლატფორმა არის პირველი 5-ნანომეტრიანი ჩიპი Windows-ზე მომუშავე ლეპტოპებისთვის. Snapdragon 8cx Gen 2 მოდელთან შედარებით უზრუნველყოფილია CPU ბლოკის სიჩქარის 85%-იანი და GPU ბლოკის წარმადობის 60%-იანი ზრდა. 

ხალი პროცესორის შემადგენლობაში შედის რვა ბირთვი Qualcomm Kryo და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno პროგრამულ ინტერფეის DX12-ის მხარდაჭერით. მხარდაჭერილია მუშაობა 4K ფორმატის დისპლეისთან; გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ორ გარე 4K მონიტორზე. 

image.jpeg 

პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 3 საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ოპერატიული მეხსიერება LPDDR4x-2166, NVMe SSD და UFS 3.1 სტანდარტის ფლეშ-მეხსიერება. შესაძლებელია 24 მეგაპიქსელამდე კამერის გამოყენება. 

ჩიპის შემადგენლობაში შედის მოდემი Qualcomm Snapdragon X65 5G, რომელიც მონაცემთა ჩატვირთვის მაქსიმალურ 10 გბ/წმ-მდე სიჩქარეს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ქვესისტემა Qualcomm FastConnect 6900 უსადენო კავშირ Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერით (სიჩქარე 3.6 გბ/წმ-მდე). 

image.jpeg 

პროცესორის აღჭურვილობაში შედის ხელოვნური ინტელექტის ძრავი AI Engine, Beidou/Galileo/ГЛОНАСС/GPS/QZSS ნავიგაციის სისტემების თანამგზავრული მიმღები, Bluetooth 5.1 ადაპტერი და უსაფრთხოების მოდული Qualcomm Secure Processing Unit (SPU). 

Snapdragon 8cx Gen 3-ის ბაზაზე აგებული პორტატული კომპიუტერების დებიუტი შედგება მომავალი წლის პირველ ნახევარში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.