#Skinhead Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 რამდენად დიდი შეიძლება იყოს სენსორული ეკრანი? თუ კი საუბარია ისეთ კომპანიაზე, როგორიცაა Microsoft, მაშინ ნებისმიერი ზღვრის გადალახვა შეუძლია. კომპანიის Microsoft გერმანულმა ქვეგანყოფილებამ და Stereolize წარმოადგინეს Microsoft Cinema — უზარმაზარი 234-დიუმიანი სენსორული ეკრანი. ბოლომდე გასაგები არაა, მთელს ფართობზე უჭერს თუ არა ეკრანი მხარს სენსორულ შესაძლებლობებს (ყველა მომხსენებელი, რომლებმაც ეს უზარმაზარი დისპლეი CeBIT 2011-ზე გამოიყენეს, სადაც ეკრანის დებიუტი შედგა, მასზე გაცილებით დაბლები იყვნენ), მაგრამ ასე ჩანს. ეკრანი ჩვეულ ჟესტებს უჭერს მხარს და ფართო აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის წარმოების სავსებით ახალ ხერხს გვთავაზობს. შესაძლებელია, მსგავსმა გიგანტურმა ეკრანებმა მომავალში პროექტორები შეცვალონ? ამ ეკრანის მუშაობასთან გაცნობა ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეორგოლით შეგიძლიათ. 6 Quote
Barca Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 მართლა კარგია პრეზენტაციისტვის მაგრამ Jumper მა როგორც თქვა ფასიც შესაბამისი ექნება :D Quote
Dinozo Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 ამხელა ეკრანზე კაი 3D კინოს რა ჯობია, იფფფფ მარა რათ გინდა ამხელა სად უდნა წაიღო არც გარაჟში დაეტევა და არც სახლში გაიტანე გარეთ და მეზობლებთან ერთად უდნა უყურო სატელევიზიო პროგრამებს ისე კაი რაღაცააა 100 წლის შემდეგ საქართველოშიც გაიჩითება Quote
#Skinhead Posted March 31, 2011 Author Posted March 31, 2011 რაის კინოები სულ სხვა დანიშნულება აქვს ამას და ვისაც ეს ჭირდება მაგდენი ფული აქვთ მაგათ, რომ ეს იყიდონ :D Quote
დათო Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 ჯეოსელის რეკლამა ნელ-ნელა ხორცს ისხამს :chojinfc: Quote
#Skinhead Posted March 31, 2011 Author Posted March 31, 2011 (edited) ჯეოსელის რეკლამა ნელ-ნელა ხორცს ისხამს :lollol: Edited March 31, 2011 by #Skinhead Quote
ჯამბო Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 ბოლომდე გასაგები არაა, მთელს ფართობზე უჭერს თუ არა ეკრანი მხარს სენსორულ შესაძლებლობებს პირველ რიგში დარწმუნებული ვარ რომ მთლიანად იქნება სენსორი და მეორე რიგში ზემოთ სენსორი ვის რა ჩემ ფეხებად უნდა 5 მეტრიანი კაცი მე არ მინახავს და..... :D Quote
ბექა Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 პირველ რიგში დარწმუნებული ვარ რომ მთლიანად იქნება სენსორი და მეორე რიგში ზემოთ სენსორი ვის რა ჩემ ფეხებად უნდა 5 მეტრიანი კაცი მე არ მინახავს და..... ამიტომ ზედმეტიცააა მისი სიმაღლე Quote
საბა Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 ჯეოსელის რეკლამა ნელ-ნელა ხორცს ისხამს შენ ეგა თქვი :givi: Quote
Fatal Fighter Posted April 1, 2011 Posted April 1, 2011 მაგარია თან სენსორული, ფანჯარა რო ჩაკეცო ან გამორთო კიბე დაგჭირდება კაცს Quote
სოსო Posted April 1, 2011 Posted April 1, 2011 მართლა ბრწყინვალე და მისაღები ფასის ვარიანტი რომელიღაც მობილურში იყო მგონი პროეცირებას რომ ახდენდა გამსოახულების და პლუს touch screen-ად აქცევდა ნებისმიერ მონიტორს რომელსაც ეგეთი ფუნქცია არ ქონდა ასეთი touch screen-ის აზრს დასაბამიდანვე ვერ ვხედავ მარცხენა ზედა კუთხეში თუ მინდა ხელის დაჭერა კიბე უნდა მივადგა თუ როგორ იქნება ეგ საქმე? ნუ მარჯვენა ზედა კუთხეს კიდე მივწვდები, მაინც ახლოა :xelitavi: Quote
დათო Posted April 1, 2011 Posted April 1, 2011 მართლა ბრწყინვალე და მისაღები ფასის ვარიანტი რომელიღაც მობილურში იყო მგონი პროეცირებას რომ ახდენდა გამსოახულების და პლუს touch screen-ად აქცევდა ნებისმიერ მონიტორს რომელსაც ეგეთი ფუნქცია არ ქონდა ასეთი touch screen-ის აზრს დასაბამიდანვე ვერ ვხედავ მარცხენა ზედა კუთხეში თუ მინდა ხელის დაჭერა კიბე უნდა მივადგა თუ როგორ იქნება ეგ საქმე? ნუ მარჯვენა ზედა კუთხეს კიდე მივწვდები, მაინც ახლოა ისეთი რაღაც გაკეთდება ანუ რაც უნდა ანახონ რომ მაღლა დაჭერა არ დაგჭირდება Quote
Dinozo Posted April 1, 2011 Posted April 1, 2011 სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლებს ხომ ჰქონდათ დიდი კაკლის ჯოხი , ხოდა აი აქაც მაგ პონტში იქნება ჩაკეცვა თუ დაგჭირდება დიდი ჯოხის დახმარებით ჩაკეცავ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.