Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა ისაუბრეს Intel-ის საიდუმლო კვლევით ცენტრზე, რომელშიც კომპანიამ თავი მოუყარა გასულ წლებში შექმნილ აპარატულ და პროგრამულ პლატფორმებს, რათა ნებისმიერ დროს წვდომა ჰქონდეს ნებისმიერ კონფიგურაციაზე. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ახალი ხარვეზის ან დაუცველობის აღმოჩენის შემთხვევაში, მაგალითად როგორიც Sandy Bridge თაობის პროცესორების შემთხვევაა, სწრაფად ჩატარდეს ყველა აუცილებელი ტესტი და გამოვიდეს გაუმჯობესებული განახლება. 

Intel-ის პროდუქციის უსაფრთხოების განოფილების ხელმძღვანელმა Mohsen Fazlian-მა განაცხადა, რომ ამგვარი ლაბორატორიის შექმნამდე კორპორაციის თანამშრომლებს ზოგჯერ  ძველი პროცესორების შეძენა eBay-დან და განცხადებების ვებ-გვერდებიდან უწევდათ. ამჯერად სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ მუშაობისთვის მოითხოვონ კონკრეტული კონფიგურაცია - საწყობში ხელმისაწვდომია 3 ათასზე მეტი აპარატული და პროგრამული პლატფორმა, სამომავლოდ დაგეგმილია მათი რაოდენობის ორჯერ გაზრდა. 
აპარატურულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით Intel-მა მკაცრი წესები შემოიღო - ლაბორატორიის მონახულება შესაძალებელია მხოლოდ ხელმძღვანელობის ზედა რგოლისგან მიღებული ნებართვის შედეგად. შენობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სრული პროცესის ვიდეოკონტროლი. პროექტი მუშაობს 24/7-ზე, დასვენების დღეების გარეშე, მას ემსახურება ოცზე მეტი ინჟინერი. შედეგად შესაძლებელია სწრაფად იქნას მიღებული ხარვეზის ასლი და განხილულ იქნას ისეთი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად კონკრეტულ პროცესორთან, ოპერაციულ სისტემასთან ან დედა დაფის BIOS-სთან დაკავშირებული ხარვეზები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.