Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Sapphire Technology-მ დააანონსა გარე გრაფიკული ამაჩქარებელი GearBox 500 Thunderbolt 3 Pulse RX 6600 XT eGFX, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ლეპტოპებისა და მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ დისკრეტული გრაფიკული დაფა. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: Sapphire Technology 

მოწყობილობის შემადგენლობაში შედის აქსელერატორი Sapphire Pulse Radeon RX 6600 XT რომელიც დამაყარებულია AMD RDNA 2 არქიტექტურაზე. ნათქვამია, რომ მისი შესაძლებლობები საკმარისია პროფესიონალური აპლიკაციების და მაღალი ხარისხის გეიმინგ პროცესისთვის 1080p ფორმატში. 

პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისთვის გამოიყენება ინტერფეისი Thunderbolt 3/4 სიჩქარით 40 გბ/წმ-მდე. მოწყობილობა თავსებადია კომპიუტერებთან, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემებზე - macOS და Windows 10/11. 

image.jpeg 

გარე გრაფიკულ ამაჩქარებელს აქვს 500 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ხელმისაწვდომია ქსელის კონტროლერი Gigabit Ethernet, აგრეთვე ორი USB 3.0 პორტი პერიფერიასთან დაკავშირებისთვის. 

უნდა აღინიშნოს, რომ Thunderbolt ინტერფეისი გამოიყენება არა მხოლოდ მონაცემების გაცვლის, არამედ კვების მიწოდებისთვის (60 ვატამდე). შედეგად შესაძლებელია ლეპტოპის ბატარეა დაიმუხტოს მუაობის დროს. 

image.jpeg 

გარე ამაჩქარებელ Sapphire GearBox 500 Thunderbolt 3 Pulse RX 6600 XT eGFX-ის საორიენტაციო ფასი ამჟამად უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.