Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-ს ხელმძღვანელებმა და პეკინის ერთ-ერთი გარეუბნის მუნიციპალურმა მთავრობამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს კომპანიის პირველი ელექტრომობილების ქარხნის გების შესახებ. მახლობლად აშენდება შტაბ-ბინა, განვითარების ცენტრი და კომპანიის საავტომობილო ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა ობიექტები. Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილი ჩინეთის გზებზე 2024 წელს გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SCMP 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Xiaomi-სთვის განკუთვნილ პირველ ელექტრომობილებს კომპანია Great Wall გამოუშვებდა. Great Wall-ის მიერ წარმოებული, Xiaomi-ს პირველი ელექტრომობილი კონვეირზე 2023 წელს დადგება. ამ დროისთვის ჯერ უცნობია, Xiaomi კვლავ გააგრძელებს ამ კომპანიასთან თანამშრომლობას თუ ფოკუსირდება მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე.  

მიმდინარე წლის სექტემბერსა და ნოემბერში Xiaomi-მ დაარეგისტრირა ორი კომპანია ელექტრომობილების ბაზარზე გასასვლელად. ზაფხულში მან 77.4 მლნ აშშ დოლარად შეიძინა ავტოპილოტირები სისტემების დეველოპერი DeepMotion. ჯამში მომდევნო 10 წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 10 ლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას ამ ახალი მიმართულებით. 

Xiaomi-ს ქარხანა პეკინის გარეუბანში (ჟუანში) აშენდება ორ ეტაპად. წარმოების თითოეული ეტაპი განკუთვნილია წელიწადში 150 ათასი ელექტრომობილის წარმოებაზე. პირველი ეტაპი, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2024 წელს დაიწყება. სამუშაოების ღირებულება ჯერ არ ხმაურდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.