Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ წარადგინა GauGAN 2, ნეიროქსელზე დაფუძნებული სერვისის განახლებული ვერსია, რომელიც ამჟამად უკვე ქმნის ფოტორეალისტურ სურათებს ტექსტური აღწერილობების საფუძველზე. დეველოპერებმა გამოიყენეს 10 მილიონზე მეტი სურათი ინსტრუმენტის "სწავლებისთვის". 

image.jpeg 

GauGAN-ის პირველი ვერსია გამოვიდა ჯერ კიდევ 2019 წელს, იმ დროს იგი გვევლინებოდა, როგორც ნეიროქსელის მქონე რედაქტორი, რომელიც არტის ფოტორეალისტურ გამოსახულებად კონვერტირების საშუალებას იძლეოდა (ტექსტური აღწერის გამოყენება იმ დროს შესაძლებელი არ იყო). სერვისის პროცესების მოდელირებისთვის NVIDIA-მ გრაფიკული რედაქტორის პირველი ვერსიის სერვისის პროცესებში „გაატარა“ მილიონზე მეტი სურათი Flickr-დან სხვადასხვა ობიექტების მაგალითებით.  

GauGAN 2-ის „სწავლება“ მიმდინარეობდა სუპერკომპიუტერ NVIDIA Selene-ის ბაზაზე. ნეიროქსელს ახლა ასევე შეუძლია ამოიცნოს სიტყვებს შორის ურთიერთკავშირი- ტექსტის აღწერილობიდან, დაფიქრდეს გამოსახულების სტილზე და შექმნას წინასწარი ჩანახატები. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/2p98kd8j 

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსინჯოს GauGAN 2 NVIDIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან. ცოტა ადრე ვიდეო დაფების მწარმოებელმა გამოუშვა რედაქტორი Canvas, რომელიც დაფუძნებულია ნეიროქსელ GauGAN-ზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.