Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის ფინანთა სამინისტროს ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ არის „Stablecoin-ების სასწრაფო რეგულირების“ მაჩვენებელი მათი პოტენციალის გათვალისწინებით - გახდეს ამგვარი მონეტები გადახდის ქმედითუნარიანი მეთოდი. ამგვარი მოსაზრება აქვს Bank of America-ს (BofA), წერს Coindesk. 

ანალიტიკური ჩანაწერის მოკლე შინაარსის მიხედვით ინსტიტუტები ელიან მარეგულირებელ სიცხადეს ციფრულ აქტივებზე წვდომის გახსნამდე.  

ნორმატიულმა ბაზამ უნდა წაახალისოს კომპანიები თავიანთ პლატფორმებზე ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებისა და Stablecoin-ების ინტეგრირებაში - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

მათი აზრით, Mastercard-ს, Signature-ს, Visa-ს და Western Union-ს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი კაპიტალიზაცია Stablecoin-ების რეგულირების წყალობით. Stablecoin-ებ BofA-ში განიხილავენ, როგორც "სისტემურად მნიშვნელოვან აქტივს, რომლის საბაზრო ღირებულებაა დაახლოებით 141 მილიარდი აშშ დოლარი, ტრანზაქციების კვარტალური მოცულობა კი 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი 2021 წელს". 

ფინანსთა სამინისტრომ პირიქით, სისტემური რისკი დაინახა Stablecoin-ების სწრაფ ზრდაში. დოკუმენტის ავტორებმა მოითხოვეს, რომ მონეტების ემიტენტები გათანაბრებოდნენ სადეპოზიტო დაწესებულებებ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევით. 

BofA-მ აღნიშნა, რომ ამან შეიძლება აიძულოს ბანკები, თავად გამოუშვან საკუთარი Stablecoin-ები. 

მანამდე ამერიკელი სენატორების აზრები ფინანსთა სამინისტროს ანგარიშთან დაკავშირებით ორად იყოფოდა. კერძოდ, სინტია ლამისმა აქტივების ემიტენტების ბანკებთან გაიგივების მოთხოვნას მცდარი უწოდა. თუმცა ინიციატივა მხარდაჭერა მოიპოვა USDC მთავარი ოპერატორის, ამერიკულ კომპანი Circle-ისგან. 

შეგახსენებთ, ივლისში ფინანთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გამოაცხადა ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის მოწვევა, რათა განეხილათ Stablecoin-ების რეგულირების საკითხი. 

იმ დროს ფედერალური რეზერვების სისტემის სხდომაზე გამოცხადდა, რომ Stablecoin-ების გამჭვირვალობის არარსებობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. 

სექტემბერში SEC-ის ხელმძღვანელმა გრი გენსლერმა მიუთითა Stablecoin-ების ფართოდ გამოყენების რისკზე და მათ უწოდა „პოკერის ჩიპები კრიპტოვალუტების კაზინოებში“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.