Magdalena Posted November 25, 2021 Posted November 25, 2021 აშშ-ის ფინანთა სამინისტროს ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ არის „Stablecoin-ების სასწრაფო რეგულირების“ მაჩვენებელი მათი პოტენციალის გათვალისწინებით - გახდეს ამგვარი მონეტები გადახდის ქმედითუნარიანი მეთოდი. ამგვარი მოსაზრება აქვს Bank of America-ს (BofA), წერს Coindesk. ანალიტიკური ჩანაწერის მოკლე შინაარსის მიხედვით ინსტიტუტები ელიან მარეგულირებელ სიცხადეს ციფრულ აქტივებზე წვდომის გახსნამდე. „ნორმატიულმა ბაზამ უნდა წაახალისოს კომპანიები თავიანთ პლატფორმებზე ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებისა და Stablecoin-ების ინტეგრირებაში“ - აცხადებენ ანალიტიკოსები. მათი აზრით, Mastercard-ს, Signature-ს, Visa-ს და Western Union-ს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი კაპიტალიზაცია Stablecoin-ების რეგულირების წყალობით. Stablecoin-ებს BofA-ში განიხილავენ, როგორც "სისტემურად მნიშვნელოვან აქტივს, რომლის საბაზრო ღირებულებაა დაახლოებით 141 მილიარდი აშშ დოლარი, ტრანზაქციების კვარტალური მოცულობა კი 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი 2021 წელს". ფინანსთა სამინისტრომ პირიქით, სისტემური რისკი დაინახა Stablecoin-ების სწრაფ ზრდაში. დოკუმენტის ავტორებმა მოითხოვეს, რომ მონეტების ემიტენტები გათანაბრებოდნენ სადეპოზიტო დაწესებულებებს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევით. BofA-მ აღნიშნა, რომ ამან შეიძლება აიძულოს ბანკები, თავად გამოუშვან საკუთარი Stablecoin-ები. მანამდე ამერიკელი სენატორების აზრები ფინანსთა სამინისტროს ანგარიშთან დაკავშირებით ორად იყოფოდა. კერძოდ, სინტია ლამისმა აქტივების ემიტენტების ბანკებთან გაიგივების მოთხოვნას მცდარი უწოდა. თუმცა ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვა USDC მთავარი ოპერატორის, ამერიკულ კომპანია Circle-ისგან. შეგახსენებთ, ივლისში ფინანთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გამოაცხადა ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის მოწვევა, რათა განეხილათ Stablecoin-ების რეგულირების საკითხი. იმ დროს ფედერალური რეზერვების სისტემის სხდომაზე გამოცხადდა, რომ Stablecoin-ების გამჭვირვალობის არარსებობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. სექტემბერში SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა მიუთითა Stablecoin-ების ფართოდ გამოყენების რისკზე და მათ უწოდა „პოკერის ჩიპები კრიპტოვალუტების კაზინოებში“. https://tinyurl.com/3u9r548r Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.