Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel Client Computing Group-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა გრეგორი ბრაიანტმა დაადასტურა, რომ Intel Alder Lake-P პროცესორების მიწოდება დაიწყო ლეპტოპების მწარმოებლებისთვის. 

image.jpeg 

Alder Lake-P პლატფორმა არის მე-11 თაობის Tiger Lake-H Core-ის მემკვიდრე. ახალ არქიტექტურაზე დაფუძნებულ მობილურ პროცესორებ უნდა ქონდეთ 6-მდე მაღალი ხარისხის Golden Cove ბირთვი და 8-მდე ენერგოეფექტური Gracemont ბირთვი. ეს სერია პირველი იქნება, რომელიც მობილურ პლატფორმებზე შემოიტანს მაღალი ხარისხის ჰიბრიდულ არქიტექტურას 2020 წლის შედარებით სუსტი Lakefield ჩიპების შემდეგ. 

image.png 

ამ დროისთვის ცნობილია Alder Lake-P სერიის სამი მოდელი: Core i9-12900HK, Core i7-12800H და Core i7-12700H, რომელთაგან თითოეულ ქვს 14 ფიზიკური ბირთვი და 20 ნაკადი. ბუნებრივია, ეს სრული ჩამონათვალი არ არის და სერიაში შევ Core i5 პროცესორები, ასევე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Core i3 პროცესორები ნაკლები ბირთვით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამგვარ პროცესორებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არსებობს. 

Intel ლეპტოპებისთვის განკუთნილ ახალ მე-12 თაობის Core პროცესორებს სავარაუდოდ დაანონსებს CES 2022-ზე მომავალი წლის იანვრის დასაწყისში. Alder Lake-P ჩიპების მქონე ლეპტოპები იქნება პირველი თაობის მობილური კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილი იქნება Intel-ის საკუთარი დისკრეტული Xe-HPG (Arc Alchemist) გრაფიკული პროცესორებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.