Jump to content

Recommended Posts

Posted

TSMC არის ჩიპების ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მწარმოებელი მსოფლიოში, ხოლო Apple მისი უმსხვილესი მომხმარებელია. აგვისტოში TSMC-მა გამოაცხადა ჩიპების ფასების 20%-იანი ზრდა, მაგრამ Apple-ისთვის ჩიპები მხოლოდ 3%-ით გააძვირა. ნახევრადგამტარი კომპონენტების გიგანტი ცდილობს მთავარი დამკვეთი შეინარჩუნოს საუკეთესო გარიგებისა და საწარმოო ობიექტებზე მაქსიმალური წვდომის შეთავაზებით. რესურს Guru3D-ის თანახმად ეს მდგომარეობა არ რის მისაღები AMD-სთვის, რომელიც დაფიქრ TSMC-ის მთავარ კონკურენტ Samsung Foundry-ს სერვისებით სარგებლობაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ცნობილია, რომ TSMC-ის ძალისხმევა ორიენტირებულია Apple-ის სამომავლო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის საკმარისი საწარმოო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ კომპანიას არ ჰქონდეს საკმარისი სილიკონის ფირფიტები AMD-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც კომპანიისთვის სახარბიელო არ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც საქმე შეეხება 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას, Qualcomm-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება TSMC-სა და Samsung-ს შორის. მიმდინარე დროისთვის მოსალოდნელია, რომ Qualcomm-ის სამომავლო ჩიპსეტს, რომლის სავარაუდო დასახელებაა Snapdragon 8 Gen1, დაამზადებს Samsung, მის გაუმჯობესებულ ვერსიას კი მომდევნო წელს TSMC გამოუშვებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Research 

Counterpoint Research-ის მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს Apple დაიკავებს TSMC-ის საწარმოო სიმძლავრის 53%-ს 5-ნანომეტრიანი ჩიპების გამოსაშვებად. შემდეგია Qualcomm 24%-იანი წილით. ამჟამად მხოლოდ TSMC-ს და Samsung-ს შეუძლიათ მიკროსქემების წარმოება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუკი Samsung-ს საკმარისი სიმძლავრე ექნება 3-ნანომეტრიანი წარმოებისთვის საიმისოდ, რომ AMD და Qualcomm მისი მომსახურებით სარგებლობაში დაარწმუნოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს Samsung Foundry-ის შემოსავლის უზარმაზარი ზრდა მომავალ წელს. 

აღსანიშნავია, რომ კითხვა - შეძლებენ თუ არა Samsung და Qualcomm 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას უახლოეს მომავალში, ღიად რჩება. TSMC-ის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ 3-ნანომეტრიანი წარმოების სირთულის გამო მასობრივი გამოშვება დაახლოებით ერთი წლით გადაიდება. მაგრამ Digitimes-ის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ TSMC დაბრუნდა მომავალ წელს 3-ნანომეტრიანი წარმოების დაწყების გეგმას, თუმცა ვითარება შესაძლოა მაინც შეიცვალოს ამ ეტაპზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.