Magdalena Posted November 22, 2021 Posted November 22, 2021 TSMC არის ჩიპების ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მწარმოებელი მსოფლიოში, ხოლო Apple მისი უმსხვილესი მომხმარებელია. აგვისტოში TSMC-მა გამოაცხადა ჩიპების ფასების 20%-იანი ზრდა, მაგრამ Apple-ისთვის ჩიპები მხოლოდ 3%-ით გააძვირა. ნახევრადგამტარი კომპონენტების გიგანტი ცდილობს მთავარი დამკვეთი შეინარჩუნოს საუკეთესო გარიგებისა და საწარმოო ობიექტებზე მაქსიმალური წვდომის შეთავაზებით. რესურს Guru3D-ის თანახმად ეს მდგომარეობა არ არის მისაღები AMD-სთვის, რომელიც დაფიქრდა TSMC-ის მთავარ კონკურენტ Samsung Foundry-ს სერვისებით სარგებლობაზე. ფოტოს წყარო: AMD ცნობილია, რომ TSMC-ის ძალისხმევა ორიენტირებულია Apple-ის სამომავლო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის საკმარისი საწარმოო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ კომპანიას არ ჰქონდეს საკმარისი სილიკონის ფირფიტები AMD-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც კომპანიისთვის სახარბიელო არ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც საქმე შეეხება 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას, Qualcomm-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება TSMC-სა და Samsung-ს შორის. მიმდინარე დროისთვის მოსალოდნელია, რომ Qualcomm-ის სამომავლო ჩიპსეტს, რომლის სავარაუდო დასახელებაა Snapdragon 8 Gen1, დაამზადებს Samsung, მის გაუმჯობესებულ ვერსიას კი მომდევნო წელს TSMC გამოუშვებს. ფოტოს წყარო: Counterpoint Research Counterpoint Research-ის მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს Apple დაიკავებს TSMC-ის საწარმოო სიმძლავრის 53%-ს 5-ნანომეტრიანი ჩიპების გამოსაშვებად. შემდეგია Qualcomm 24%-იანი წილით. ამჟამად მხოლოდ TSMC-ს და Samsung-ს შეუძლიათ მიკროსქემების წარმოება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუკი Samsung-ს საკმარისი სიმძლავრე ექნება 3-ნანომეტრიანი წარმოებისთვის საიმისოდ, რომ AMD და Qualcomm მისი მომსახურებით სარგებლობაში დაარწმუნოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს Samsung Foundry-ის შემოსავლის უზარმაზარი ზრდა მომავალ წელს. აღსანიშნავია, რომ კითხვა - შეძლებენ თუ არა Samsung და Qualcomm 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას უახლოეს მომავალში, ღიად რჩება. TSMC-ის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ 3-ნანომეტრიანი წარმოების სირთულის გამო მასობრივი გამოშვება დაახლოებით ერთი წლით გადაიდება. მაგრამ Digitimes-ის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ TSMC დაუბრუნდა მომავალ წელს 3-ნანომეტრიანი წარმოების დაწყების გეგმას, თუმცა ვითარება შესაძლოა მაინც შეიცვალოს ამ ეტაპზე. https://tinyurl.com/5arcbcpa Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.