Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ბილ გეითსის ბირთვულმა სტარტაპმა TerraPower-მა განსაზღვრა თავისი პირველი ექსპერიმენტალური რეაქტორის მშენებლობის ადგილი. GE-Hitachi-სთან ერთად შემუშავებული გაუმჯობესებული რეაქტორის მქონე სადგურის მშენებლობა დაგეგმილია შტატ ვაიომინგის ქალაქ კემერერში - აცხადებს CNBC. ეს პატარა ქალაი, რომლის მოსახლეობა 3 ათასი ადამიანია, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე უარს იტყვის 2025 წელს, 2030 წლამდე კი იქ უკვე იმუშავებს სადგური TerraPower საბაზისო სიმძლავრით 345 მეგავატი, თუმცა მანამდე სტარტაპმა უნდა მიიღოს საბოლოო თანხმობა ფედერალური ორგანოებისგან. 

TerraPower რეაქტორებში, რომელთა დასახელებაა The Natrium, გამოიყენება თხევადი ნატრიუმის ბუნებრივი ცირკულაციით გაგრილების სისტემა. ნატრიუმის მაღალი სითბოს მოცულობა და დუღილის ტემპერატურა საშუალებას იძლევა რეაქტორში წნევა შემცირდეს და ეს არ არის მისი ერთადერთი უპირატესობა. ასეთი სადგურები მცირე ზომისაა, შენდება სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით, გამოყოფენ ნაკლებ ნარჩენებს და მუშაობენ გაღარიბებულ ურანზე¹ - აღნიშნავს TerraPower. 

¹ - ბუნებრივი ურანიდან 235U და 234U-ის გამოყოფის შემდეგ, დარჩენილი მასალა (ურან-238) ატარებს გაღარიბებული ურანის სახელწოდებას, რადგანაც ის გაღარიბებულია 235-ე იზოტოპით. გაღარიბებული ურანი ორჯერ უფრო ნაკლებად რადიოაქტიურია, ვიდრე ბუნებრივი ურანი, ძირითადად იქიდან 234U-ის მოცილების გამო.  

The Natrium რეაქტორი და ინტეგრირებული ენერგო სისტემა - დეტალები ნახეთ ბმულზე: https://tinyurl.com/4fjswhry 

სადგურის ექსპლუატაციის ვადა 60 წელია. მშენებლობა 4 ლრდ აშშ დოლარი დაჯდება, ამ თანხის დაახლოებით ნახევარი გამოყო აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ, როგორც მრეწველობის განვითარების გრანტის ნაწილი. TerraPower-ის აღმასრულებელ დირექტორ კრის ლევესკის თქმით აშშ- ხელისუფლება შეშფოთებულია ბირთვული ენერგეტიკის განვითარების შეფერხებით. სამომავლოდ მშენებლობის ღირებულების 4-ჯერ შემცირება იგეგმება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.