Magdalena Posted November 17, 2021 Posted November 17, 2021 კომპანია Tesla-მ დაიწყო ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის, Supercharge-ის აღჭურვა თანამგზავრულ ინტერნეტ SpaceX Starlink-ის ტერმინალებით. ინტერნეტის ანტენები უკვე გამოჩნდა ზოგიერთ სადგურზე ფლორიდაში. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს და SpaceX-ს ილონ მასკი აერთიანებთ, რომელმაც ეს ორივე კომპანია დააფუძნა. ფოტოს წყარო: Blomst/pixabay.com მიუხედავად იმისა, რომ თავად Tesla ჯერჯერობით დუმს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტერმინალები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, დამუხტვის სტატუსის უსადენოდ შესამოწმებლად და საბანკო გადახდების განსახორციელებლად. სიახლის წყალობით შესაძლებელი გახდება სადგურების უფრო სწრაფი მუშაობის ორგანიზება დასახლებული ზონებიდან მოშორებულ ლოკაციებზე. გაფართოებული ფუნქციონალურობა მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია აპირებს დაამატოს სხვა ბრენდის ელექტრომობილების დამუხტვის მხარდაჭერა და გაასამმაგოს დამტენი სადგურების რაოდენობა. ფოტოს წყარო: Reddit.com უნდა აღინიშნოს, ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არცერთ სადგურს არ დასჭირდება ასეთი გამტარობა უმარტივესი ოპერაციების ორგანიზებისთვის - "მედიანური" კავშირის სიჩქარე Starlink-ის გამოყენებით აშშ-ში 97 მბ/წმ-ს შეადგენს. დიდი ალბათობით, კომპანია აპირებს მომხმარებელს მიაწოდოს დამატებითი სერვისები - მაგალითად, Wi-Fi-თ უზრუნველყოს სადგურის ვიზიტორები. როგორც წესი, ელექტრომობილის მფლობელს დამტენ სადგურზე საკმარისი დროის გატარება უწევს იმისთვის, რომ შეძლოს სატელევიზიო შოუს რამდენიმე მოკლე ეპიზოდის ყურება. ხელმისაწვდომი Wi-Fi-ს პირობებში სადგურზე დროის გაყვანა ბევრად კომფორტული გახდება დამატებით გიგაბაიტებში ფულის გადახდისა და საერთოდ სმარტფონის გამოყენების გარეშე. ამის ნცვლად ელექტრომობილების მფლობელები მანქანის მედიასისტემას გამოიყენებენ. https://tinyurl.com/tzds4ts7
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now