Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA აგრძელებს ციფრული ორეულების პლატფორმა Omniverse-ის შესაძლებლობების განვითარებას მასშტაბური ობიექტების, საწარმოების შემგროვებელი ხაზების, ქარხნების, რთული ენერგეტიკული ობიექტებისა და მთლიანი ქალაქების მოდელირებისთვის. თუმცა ეს ყველაფერი ვერ შეედრება ახალ პროეტს: NVIDIA ქმნის ყველაზე მასშტაბურ მოდელს, ჩვენი პლანეტის ციფრულ ასლს. „ყველა ტექნოლოგია, რაც ამ დრომდე შეგვიქმნია, საჭიროა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს დედამიწა-2-ის რეალიზაცია. ვერაფერს წარმოვიდგენ ამაზე უფრო დიდს და გამოყენებისთვის უფრო მნიშვნელოვანს“ - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა კონფერენცია GTC 2021-ზე. 

image.jpeg 

დედამიწის ციფრული ასლი საჭიროა კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან - გლობალური კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. მომავალი ათწლეულების განმავლობაში კლიმატის ცვლილების ზუსტი პროგნოზირებისთვის და დაძლევისა და ადაპტაციის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისთვის საჭიროა კლიმატის მოდელები პლანეტარული მასშტაბით და მეტრიკული სიზუსტით წყლის ციკლის სიმულაციისთვის. ეს კი მოითხოვს მილიონჯერ და მიიარდჯერ მეტ გამომთვლელ წარმადობას იმასთან შედარებით, რაც ამჟამადაა ხელმისაწვდომი. მურის კანონის თანახმად ამას ათწლეულები დაჭირდება. 

თუმცა NVIDIA შეძლებს წარმადობის მილიონჯერ გაზრდას ახლავე, გრაფიკული პროცესორების, ნეირონული ქსელების, ღრმა მანქანური სწავლების, სუპერკომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთინების შედეგად დიდი მოცულობის მონაცემთა დასამუშავებლად. 

კლიმატის ცვლილების მოდელირებისთვის NVIDIA აწყობს ხელოვნური ინტელექტის მქონე სპერკომპიუტერს, სახელად Earth-2 ან Е-2, იგი სიმძლავრით მეორე იქნება Cambridge-1-ის შემდეგ, რომელიც უკვე გამოიყენება ჯანდაცვის სფეროში. ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ Earth-2 მთლიანად NVIDIA-ს მიერ დაფინანსდება. სუპერკომპიუტერის არქიტექტურა და განთავსების საკითხი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. აღსანიშნავია, რომ Earth-2 უნდა იყოს ყველაზე ენერგოეფექტური სუპერკომპიუტერი მათ შორის, რაც ამ დრომდე შექმნილა. შესაძლოა მისი წარდგენა მოხდეს მომდევნო GTC 2022 კონფერენციაზე ახალ გამომთვლელ ამაჩქარებლებთან ერთად. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.