Jump to content

Recommended Posts

Posted

მოვლენების ამგვარი განვითარება ძნელი დასაჯერებელია იმის გათვალისწინებით, რომ ერთ წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული Nvidia RTX 30 სერიის გრაფიკული დაფების დეფიციტი კვლავ გრძელდება. თუმცა პროგრესი არ შეჩერდეა და მომდევნო თაობის RTX დაფები აუცილებლად გამოვა. 

ამ თემასთან დაკავშირებით PCGamesN-მა გამოაქვეყნა ინსაიდერ kopite7kimi-ს ტვიტი, რომელშიც ნათქვამია, რომ NVIDIA-ს ვიდეო დაფების ახალი თაობა, კონკრეტულად კი RTX 4090, RTX 4080 და RTX 4070 შესაძლოა გამოვიდეს 2022 წლის მესამე კვარტალში. ჯერჯეობით უცნობია, ეს არის ანონსი თარიღი თუ ფაქტობრივი გამოსვლისა. 

image.png 

ადრე გავრცელდა ცნობები, რომ NVIDIA Ampere-ს „შთამომავალი“, კოდური დასახელების მქონე Lovelace უნდა გამოვიდეს 2022 წლის ოქტომბერში. მოსალოდნელია, რომ Nvidia Lovelace დაფები აგებული იქნება კომპანია TSMC-ის N5 ტექნოპროცესზე და შემოგვთავაზებს ამჟამად არსებულ RTX 30 სერიის ვიდეო დაფებთან შედარებით ორჯერ მეტ წარმადობას. მეორე ცნობილმა ინსაიდერმა Greymon55-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომდევნო თაობის გრაფიკულ პროცესორებს ექნებათ ორჯერ მეტი ენერგომოხმარების დონე, ვიდრე ახლანდელ დაფებს. ეს თუ სიმართლეა, ბევრ მომხმარებელს დასჭირდება ახალი და ხარისხიანი კვების ბლოკი, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეო დაფის სტაბილურ მუშაობას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.