Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ის პირადად ფლობს კრიპტოვალუტებს და იყენებს ციფრულ აქტივებს თავისი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის. ამის შესახებ მან კონფერენცია DealBook-ზე ისაუბრა. 

კუკმა აღნიშნა, რომ იგი კრიპტოვალუტებით დაინტერესებული იყო „გარკვეული დრო“ და იკვლევდა ამ თემას. 

უახლოეს მომავალში Apple არ გეგმავს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების ამოქმედებას ან მათ ინტეგრირებას, როგორც გადახდის შესაძლო ვარიანტს კომპანიის პროდუქტის და მომსახურებისთვის, განაცხადა კუკმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორპორაცია არ აპირებს ამ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას. 

„არ მგონია, რომ ადამიანები Apple-ის აქციებს ყიდულობენ კრიპტოვალუტებზე წვდომის მისაღებად“, - განმარტა კორპორაციის ხელმძღვანელმა. 

კუკმა აღნიშნა, რომ „არის სხვა საკიხები, რომლებსაც განიხილავს Apple”. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მაისში კორპორაციამ გამოაცხადა კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ხუთწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესის განვითარების მენეჯერის ვაკანსია, რომელიც უხელმძღვანელებს პარტნიორ პროგრამას „ალტერნატიული გადახდების“ სეგმენტში. 

მიმდინარე წლის თებერვალში საინვესტიციო ბანკ RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსებმა Apple-ს მოუწოდეს მიჰყოლოდა Tesla-ს მაგალითს და სარგებელი ენახა ციფრული აქტივებისადმი მზარდი ინტერესიდან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.