Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple-მა დაიწყო კრისტალზე ჩიპების (SoC) ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობა. ახალი SoC მოიცავს 3-ნანომეტრიან ჩიპებს კოდური დასახელებით Ibiza, Lobos და Palma, რომლებიც 2023 წელს გამოვა და ექნებათ ცენტრალური პროცესორის 40-მდე ბირთვი. 

image.jpeg 

M1 სერიის SoC-ს მეშვეობით Apple-მა შეძლო შექმნა საკმაოდ შთამბეჭდავი პროცესორების სერია, რომელიც კონკურენციას უწევს AMD-სა და Intel-ის პროცესორების დიდ უმრავლესობას. Apple- აქვს SoC-ის განვითარების სერიოზული სამოქმედო გეგმა, რაშიც შედის 40-ბირთვიან პროცესორს წარმოება, რომელიც დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა. 

მომავალ წელს Apple გეგმავს M2 სერიის მე-2 თაობის SoC-ის წარდგენა. ეს პროცესორები წარმოებული იქნება ნოუდების გაუმჯობესებული TSMC N5 ვერსიის გამოყენებით. ეს ტექნოლოგია ამჟამად გამოიყენება M1 სერიის SoC Apple-ის დამზადებისთვის (მაგალითად, N5P, N4, N4P).  

ყველაზე თვალშისაცემი გაუმჯობესება განხორციელდება Apple-ის მე-3 თაობის M-სერიის SoC-ში, რადგან იგი წარმოებული იქნება TSMC-ის N3 (3-ნანომეტრიანი) ტექნოპროცესის გამოყენებით. ახალი ტექნოლოგია კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიყენოს მეტი ტრანზისტორი და გაზარდოს ტაქტის სიხშირე წინა M-სერიებთან შედარებით ენერგმოხმარების მატების გარეშე. 

სამომავლო M3 სერიაში, როგორც ემოთ ითქვა, შევა პროცესორები კოდური დასახელებებით - Ibiza, Lobos და Palma. თითოეული მათგანი განკუთვნილი იქნება Mac-ის სხვადასხვა სისტემისთვის წარმადობის მოთხოვნის შესაბამისად. ფლაგმანურ ჩიპს ექნება ოთხ კრისტალზე განთავსებული 40-მდე ბირთვი და იგი სავსებით საკმარისი იქნება Mac Pro-სთვის. 

პირველი Apple SoC M3 ჩიპები გამოვა 2023 წელს, როდესაც TSMC დაიწყებს საკუთარი 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტების მიწოდებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.