Jump to content

Recommended Posts

Posted

კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენცია COP 26-ს მსვლელობისას კომპანია Wright Electric-მა დააანონსა ახალი პროექტი - თვითმფრინავი Wright Spirit ასი სამგზავრო ადგილით. იგი აიგება მოდელ BAe 146-ის ბაზაზე და აღჭურვილი იქნება ელექტრო ძრავით. თვითმფრინავი მზად 2026 წლისთვის იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: weflywright.com 

აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში მსოფლიოში უდიდესი ელექტრო ძრავის აგებით ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ უდიდესი მოდერნიზაცია ნულოვანი გამონაბოლქვის უზრუნველყოფისთვის და ამავე დროს მოვემსახუროთ ყველაზე გადატვირთულ მარშრუტებს“ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა Jeff Engler-მა. თვითმფრინავი Wright Spirit უზრუნველყოფს საათობრივ ფრენებს და გადაიყვანს ერთ რეისზე ასამდე მგზავრს ისეთ პოპულარულ მარშრუტებზე, როგორიცაა მაგალითად ფრენა ლოს-ანჯელესიდან სა-ფრანცისკომდე. 

BAe 146-ის ნახშირწყალბადის დანადგარის მთლიანად ელექტრო ალტერნატივით შეცვლა გარკვეულ დროის მოითხოვს. სახმელეთო ტესტების სერიის შემდეგ კომპანია გეგმავს 2023 წლისთვის დაიწყოს თვითმფრინავის ფრენის გამოცდები ერთი ელექტრო ძრავით. 2024 წელს ძრავების რაოდენობა გახდება ორი, 2026 წლისთვის კი მზად იქნება მთლიანად ელექტრო ძრავზე მომუშავე თვითმფრინავი. შორ მანძილზე ფრენების არარსებობის შემთხვევაშიც კი ასეთ მოდელს კომპანიის ხელმძღვანელის თქმით შეუძლია „მნიშვნელოვნად იმოქმედოს მავნე ნივთიერებების გლობალურ ემისიებზე“. 

თუკი კომპანია დასახულ მიზანს მიაწევს 2026 წლისთვის, Wright Spirit-ს ყველანაირი შესაძლებელობა გააჩნია იმისთვის, რომ გახდეს ფლაგმანური მოდელი საავიაციო სფეროში ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიებზე გადასვლის თვალსაზრისით. ინდუსტრიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ამგვარ ტექნოლოგიებზე გადასვლა განახორციელოს 2050 წლისთვის, კომპანია Wright კი 2026 წლიდან ამისთვის მზად იქნება - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.