Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel Alder Lake-S პროცესორები გაყიდვაში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მაგრამ ზოგიერთმა საცალო სავაჭრო ობიექტმა უკვე დაიწყო ფასების შემცირება კონკურენტ AMD Ryzen 5000 სერიის პროდუქტებზე - წერს VideoCardz. MicroCenter, კომპიუტერული მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, პირველი იყო, ვინც შეამცირა ფასები "წითელ" პროცესორებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო:VideoCardz 

მაშ ასე, 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი Ryzen 5 5600X მოდელის ფასი ზემოთხსენებულ რითეილერთან 280 აშშ დოლარამდე, ანუ 30$-ით შემცირდა. თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 8-ბირთვიანი Ryzen 7 5800X, რომელიც ამჟამად იყიდება 300 აშშ დოლარად, რაც ამ დრომდე არსებულ ფასთან შედარებით 150 აშშ დოლარით ნაკლებია. გაიაფდა უფროსი 12-ბირთვიანი მოდელიც: ამ პროცესორის მიმდინარე ფასი MicroCenter-ის ქსელში 500 აშშ დოლარი - 50 აშშ დოლარით ნაკლები. 

image.png 

წყარო: MicroCenter 

image.png 

წყარო: MicroCenter 

ჯერჯერობით უცნობია, ღირებულების შემცირება დროებითია თუ ტენდენცია სხვა რითეილერებზეც გავრცელდება. ამ მოვლენებზე AMD-ს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. VideoCardz-ის ცნობების თანახმად AMD-ის პროცესორები ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე გაიაფდა. იგივე მოდელი Ryzen 7 5800X ევროპაში თითქმის საწყის ფასად, 377 ევროდ იყიდება. 

image.png 

AMD Ryzen 7 5800X პროცესორის ფასის დინამიკა ევროპაში. წყარო: Geizahls 

უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუშვია ჩიპები განბლოკილი მულტიპლიკატორებით, აგრეთვე Core i5 სერიის Alder Lake მოდელები, რომელთა ფასი 300 აშშ დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. Core i5-12400F ჩიპის მსგავსი მოდელების სავარაუდო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარი იქნება და ისინი სერიოზულ ზეწოლას მოახდენენ 6-ბირთვიან AMD Zen 3 პროცესორებზე. 

image.jpeg 

Intel Alder Lake და AMD Ryzen 5000 მოდელების ფასების შედარება. წყარო: VideoCardz 

ჯერჯერობით უპირატესობა AMD-ს აქვს AM4 პლატფორმაზე დამყარებულ დაბალბიუჯეტურ დედა დაფებთან მიმარებაში. Core 12-ისთვის განკუთვნილი, Intel-ის უფრო ხელმისაწვდომი დაფები Intel B660 და Intel H670 ჩიპსეტებით სავარაუდოდ მომდევნო წლის იანვრამდე არ გამოვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.