Magdalena Posted November 6, 2021 Posted November 6, 2021 გასული თვის შეჯამების თანახმად Bitcoin-მაინერებმა მოიპოვეს 1.72 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ციფრული ოქრო, რაც დაახლოებით მარტის რეკორდული მაჩვენებლის (1.74 მლრდ აშშ დოლარი) ტოლია. Bitcoin-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode Ethereum-მაინერების ოქტომბრის თვის შემოსავალმა შეადგინა ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელი 2.9 მლრდ აშშ დოლარი 1.34 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციების საკომისიოების ჩათვლით (მთლიანი შემოსავლის 46.2%). Ethereum -მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode ოქტომბერში გაგრძელდა Bitcoin-ის ჰეშრეითის აღდგენა, რომელიც მის ფასთან კორელირებდა, თვის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრე 2.42%-ით გაიზარდა. შვიდდღიანმა ცვლადმა შუალედმა 29 ოქტომბერს მიაღწია რეკორდულ 163.61 EH/s მაჩვენებელს. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა წლის დასაწყისიდან მოყოლებული, EH/s. წყარო: Glassnode Ethereum-ის ჰეშრეითმაც ახალ სიმაღლეებს მიაღწია. გასულ თვეში ETH-ის ფასთან კორელირებადი მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა, მისი ისტორიული მაქსიმუმი კი დაფიქსირდა 25 ოქტომბერს 746.12 TH/s ნიშნულზე. Ethereum-ის ჰეშრეითის დინამიკა, h/s. წყარო: Glassnode NFT-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟისა და DeFi სეგმენტის ზრდის ფონზე Ethereum ტრანზაქციის საშუალო საკომისიომ კვლავ 50 დოლარს გადააჭარბა. ბოლო ჯერზე მაჩვენებელი ამ დონეზე იყო სექტემბრის დასაწყისში, მანამდე კი - მაისში. BTC- და ETH-ტრანზაქციების საშუალო საკომისიოების დინამიკა. წყარო: Glassnode Bitcoin-ტრანზაქციის საშუალო საკომისიო უპირატესად 3-4 აშშ დოლარის დიაპაზონში იყო. ორშაბათს, 1 ნოემბერს, მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე გაიზარდა 7.85%-ით - 21,66 ტრილიონ ჰეშამდე. ჩინეთის აკრძალვის შემდეგ ეს ზედიზედ მერვე ზრდაა. https://tinyurl.com/525pcfj8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.