Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

გასული თვის შეჯამების თანახმად Bitcoin-მაინერებმა მოიპოვეს 1.72 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ციფრული ოქრო, რაც დაახლოებით მარტის რეკორდული მაჩვენებლის (1.74 მლრდ აშშ დოლარი) ტოლია. 

image.png 

Bitcoin-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode 

Ethereum-მაინერების ოქტომბრის თვის შემოსავალმა შეადგინა ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელი 2.9 მლრდ აშშ დოლარი 1.34 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციების საკომისიოების ჩათვლით (მთლიანი შემოსავლის 46.2%). 

image.png 

Ethereum -მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode 

ოქტომბერში გაგრძელდა Bitcoin-ის ჰეშრეითის აღდგენა, რომელიც მის ფასთან კორელირებდა, თვის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრე 2.42%-ით გაიზარდა. შვიდდღიანმა ცვლადმა შუალედმა 29 ოქტომბერს მიაღწია რეკორდულ 163.61 EH/s მაჩვენებელს. 

image.png 

Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა წლის დასაწყისიდან მოყოლებული, EH/s. წყარო: Glassnode 

Ethereum-ის ჰეშრეითმაც ახალ სიმაღლეებს მიაღწია. გასულ თვეში ETH-ის ფასთან კორელირებადი მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა, მისი ისტორიული მაქსიმუმი კი დაფიქსირდა 25 ოქტომბერს 746.12 TH/s ნიშნულზე. 

image.png 

Ethereum-ის ჰეშრეითის დინამიკა, h/s. წყარო: Glassnode 

NFT-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟისა და DeFi სეგმენტის ზრდის ფონზე Ethereum ტრანზაქციის საშუალო საკომისიომ კვლავ 50 დოლარს გადააჭარბა. ბოლო ჯერზე მაჩვენებელი ამ დონეზე იყო სექტემბრის დასაწყისში, მანამდე კი - მაისში. 

image.png 
 
BTC- და ETH-ტრანზაქციების საშუალო საკომისიოების დინამიკა. წყარო: Glassnode 

Bitcoin-ტრანზაქციის საშუალო საკომისიო უპირატესად 3-4 აშშ დოლარის დიაპაზონში იყო. 

ორშაბათს, 1 ნოემბერს, მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე გაიზარდა 7.85%-ით - 21,66 ტრილიონ ჰეშამდე. ჩინეთის აკრძალვის შემდეგ ეს ზედიზედ მერვე ზრდაა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.