Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა დააანონსა პორტატული კომპიუტერი Chromebook CX1 (მოდელი CX1101) ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Gemini Lake Refresh. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ლეპტოპში განავსებული იქნება პროცესორი Celeron N4020 ან Celeron N4120. პირველ მათგანს აქვს ორი ბირთვი სიხშირით 1.1-2.8 გჰც, მეორე ჩიპს - ოთხი ბირთვი სიხშირით 1.1-2.6 გჰც. მრავალნაკადიანი რეჟიმი გათვალისწინებული არ არის. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული კონტროლერი Intel UHD 600. 

გამოყენებულია 11.6-დუიმიანი დისპლეი HD გაფართოებით (1366×768 პიქსელი). უზრუნველყოფილია 45%-იანი NTSC ფერთ გამა, სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 200 ნიტს. 

image.jpeg 

ქრომბუკს გააჩნია 4 გბ LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება (ფართოვდება 8 გბ-მდე), eMMC ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 32 ან 64 გბ-ს. აღჭურვილობაში შედის ვებ-კამერა 720p HD, Wi-Fi 5 (802.11ac) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების კონტროლერები, ორ-ორი პორტი USB 3.2 Gen 1 Type-A და USB 3.2 Gen 1 Type-C, ყურსასმენის კონექტორი და microSD სლოტი. 

კომპიუტერის კორპუსი მაღალი სიმტკიცისაა MIL-STD 810H სტანდარტის შესაბამისად. მისთვის საფრხეს არ წარმოადგენს გამორთულ მდგომარეობაში 30 სმ სიმაღლიდან ვარდნა. კლავიატურა დაცულია სითხის დასხმის შემთხვევაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.