Magdalena Posted November 6, 2021 Posted November 6, 2021 კომპანია ASUS-მა დააანონსა პორტატული კომპიუტერი Chromebook CX1 (მოდელი CX1101) ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Gemini Lake Refresh. ფოტოს წყარო: ASUS ლეპტოპში განთავსებული იქნება პროცესორი Celeron N4020 ან Celeron N4120. პირველ მათგანს აქვს ორი ბირთვი სიხშირით 1.1-2.8 გჰც, მეორე ჩიპს - ოთხი ბირთვი სიხშირით 1.1-2.6 გჰც. მრავალნაკადიანი რეჟიმი გათვალისწინებული არ არის. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული კონტროლერი Intel UHD 600. გამოყენებულია 11.6-დუიმიანი დისპლეი HD გაფართოებით (1366 × 768 პიქსელი). უზრუნველყოფილია 45%-იანი NTSC ფერთა გამა, სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 200 ნიტს. ქრომბუკს გააჩნია 4 გბ LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება (ფართოვდება 8 გბ-მდე), eMMC ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 32 ან 64 გბ-ს. აღჭურვილობაში შედის ვებ-კამერა 720p HD, Wi-Fi 5 (802.11ac) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების კონტროლერები, ორ-ორი პორტი USB 3.2 Gen 1 Type-A და USB 3.2 Gen 1 Type-C, ყურსასმენის კონექტორი და microSD სლოტი. კომპიუტერის კორპუსი მაღალი სიმტკიცისაა MIL-STD 810H სტანდარტის შესაბამისად. მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს გამორთულ მდგომარეობაში 30 სმ სიმაღლიდან ვარდნა. კლავიატურა დაცულია სითხის დასხმის შემთხვევაში. https://tinyurl.com/ue6cb5xh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.