Magdalena Posted November 5, 2021 Posted November 5, 2021 Ethereum-მა, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ ფასის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და კვლავ დაეწია და გაუსწრო Bitcoin-ის კურსის ზრდის ტემპს, ასევე მაქსიმალურად გამოიყენა პოზიტიური სიახლეები ბლოკჩეინის ფართო დანერგვის კუთხით. Ethereum-ის ფასმა შეადგინა 4643 აშშ დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტივის კურსმა კვირის ჭრილში 10 %-ით მოიმატა. მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტა Bitcoin-მა მიაღწია რეკორდულ 67016 აშშ დოლარიან ნიშნულს, ფასის მატება დაიწყეს სხვა ციფრულმა აქტივებმაც. Bitcoin-ის ფასის წლიურმა მატებამ 117 % შეადგინა იმ დროს, როდესაც Ethereum-ის ღირებულება ამ პერიოდში ექვსჯერ გაიზარდა. კრიპტოვალუტების ფასის მატების მიზეზებს შორის ანალიტიკოსები ასახელებენ ბანკების მიერ ციფრული აქტივების დანერგვას, NFT-ტოკენების ღირებულებისა და გამოყენების მასშტაბის ზრდას გეიმინგ პლატფორმებზე, აგრეთვე ფონდ Bitcoin Strategy ETF-ის მიერ აქტივებით ვაჭრობის დაწყებას. ამასთან, Facebook-ის სახელის Meta-დ ცვლილების ფონზეც შეინიშნა ზოგიერთი წვრილი კრიპტო აქტივის კურსის ზრდა. უმსხვილესმა ავსტრალიურმა ბანკმა Commonwealth Bank of Australia-მ განაცხადა, რომ იგი პირველი იქნება ქვეყანაში, ვინც თავის მომხმარებლებს შესთავაზებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სერვისებს. კომპანია CryptoCompare-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ციფრულ საინვესტიციო პროდუქტებში დაქვემდებარებული აქტივები (AUM) ოქტომბერში გაიზარდა 45.5%-ით რეკორდულ 74.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. AUM-ის წილი Bitcoin-პროდუქტებში გაიზარდა 52.2%-ით 55.2 მლრდ აშშ დოლარამდე, Ethereum-პროდუქტებში კი - 30%-ით 15.9 მლრდ აშშ დოლარამდე - და ეს ორივე კატეგორიისთვის რეკორდული მაჩვენებლებია. https://tinyurl.com/kw8vsmf4 Quote
George Posted November 5, 2021 Posted November 5, 2021 ბიტკოინი 67000$ რაც ავიდა იმის შემდეგ გაჩერებულია 65000-ის ქვემოთ, დაჟე 58000$ დაცემა მოასწრო უკვე, ეხლაც არ იკლავენ ჯერ თავს, თუმცა ეგეთი რასკლადებით ვერც ეთერეუმი შეძლებს მემგონი გაუთავებლათ გაზრდას, ლიმიტი მაგათაც გამოეწურებათ მალე, მაგრამ ეთერეუმი კაკრაზ ინერტული იყო ბიტკოინი რომ ავიდა 67000$, ეგ უკვე მერე დაიწყო გაზრდა, ასე 800$-მდე ავიდა ლამის მაგის შემდეგ, ნუ 700$ მაინც, ყველაზე დიდი ზრდა ქონდა სანამ ჩინური აგრძალვები დაიწყებოდა მაგ პერიოდში, ლამის 2000$ გაიზარდა კურსი მახსოვს, 2300$ მოასწრეს 4300$ აყვანა რამდენიმე კვირაში, მერე კი დაეცა უკვე რეზკათ 1730$-მდეც კი მცირე პერიოდით Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.