Jump to content

Recommended Posts

Posted

Ethereum-მა, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ ფასის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და კვლავ დაეწია და გაუსწრო Bitcoin-ის კურსის ზრდის ტემპს, ასევე მაქსიმალურად გამოიყენა პოზიტიური სიახლეები ბლოკჩეინის ფართო დანერგვის კუთხით.  Ethereum-ის ფასმა შეადგინა 4643 აშშ დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტივის კურსმა კვირის ჭრილში 10 %-ით მოიმატა. 

image.jpeg 

მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტა Bitcoin-მა მიაღწია რეკორდულ 67016 აშშ დოლარიან ნიშნულს, ფასის მატება დაიწყეს სხვა ციფრულმა აქტივებმაც. Bitcoin-ის ფასის წლიურმა მატებამ 117 % შეადგინა იმ დროს, როდესაც Ethereum-ის ღირებულება ამ პერიოდში ექვსჯერ გაიზარდა. კრიპტოვალუტების ფასის მატების მიზეზებს შორის ანალიტიკოსები ასახელებენ ბანკების მიერ ციფრული აქტივების დანერგვას, NFT-ტოკენების ღირებულებისა და გამოყენების მასშტაბის ზრდას გეიმინგ პლატფორმებზე, აგრეთვე ფონდ  Bitcoin Strategy ETF-ის მიერ აქტივებით ვაჭრობის დაწყებას. 

მასთან, Facebook-ის სახელის Meta- ცვლილების ფონზეც შეინიშნა ზოგიერთი წვრილი კრიპტო აქტივის კურსის ზრდა. უმსხვილესმა ავსტრალიურმა ბანკმა Commonwealth Bank of Australia-მ განაცხადა, რომ იგი პირველი იქნება ქვეყანაში, ვინც თავის მომხმარებლებს შესთავაზებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სერვისებს. კომპანია CryptoCompare-ის ანალიტიკოსებმა აღნშნეს, რომ ციფრულ საინვესტიციო პროდუქტებში დაქვემდებარებული აქტივები (AUM) ოქტომბერში გაიზარდა 45.5%-ით რეკორდულ 74.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. AUM-ის წილი Bitcoin-პროდუქტებში გაიზარდა 52.2%-ით 55.2 მლრდ აშშ დოლარამდე, Ethereum-პროდუქტებში კი - 30%-ით 15.9 მლრდ აშშ დოლარამდე - და ეს ორივე კატეგორიისთვის რეკორდული მაჩვენებლებია. 

 

Posted

ბიტკოინი 67000$ რაც ავიდა იმის შემდეგ გაჩერებულია 65000-ის ქვემოთ, დაჟე 58000$ დაცემა მოასწრო უკვე, ეხლაც არ იკლავენ ჯერ თავს, თუმცა ეგეთი რასკლადებით ვერც ეთერეუმი შეძლებს მემგონი გაუთავებლათ გაზრდას, ლიმიტი მაგათაც გამოეწურებათ მალე, მაგრამ ეთერეუმი კაკრაზ ინერტული იყო ბიტკოინი რომ ავიდა 67000$, ეგ უკვე მერე დაიწყო გაზრდა, ასე 800$-მდე ავიდა ლამის მაგის შემდეგ, ნუ 700$ მაინც, ყველაზე დიდი ზრდა ქონდა სანამ ჩინური აგრძალვები დაიწყებოდა მაგ პერიოდში, ლამის 2000$ გაიზარდა კურსი მახსოვს, 2300$ მოასწრეს 4300$ აყვანა რამდენიმე კვირაში, მერე კი დაეცა უკვე რეზკათ 1730$-მდეც კი მცირე პერიოდით

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.