Jump to content

Ford-მა დაიწყო ელექტროძრავების გაყიდვა, რათა ავტომობილების მფლობელებმა თავიანთი შიდაწვის ძრავის მქონე მანქანა ელექტრომობილად აქციონ


Recommended Posts

Posted

Ford-მა დაიწყო ცალკე ელექტრო ძრავების გაყიდვა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გადაკეთებისთვის. საუბარია სისტემაზე, რომელიც ელექტრომობილ Mustang Mach-E GT-შია გამოყენებული. ელექტროძრავ Eluminator e-crate-ის სიმძლავრეა 281 ცხენის ძალა, ფასი - 3900 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Ford 

ეს ძრავი ჯერ მხოლოდ პირველია შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობისთვის განკუთვნილი ბლოკების სერიაში, რომლის გამოშვებასაც Ford აპირებს. მოგვიანებით ძრავს შეუერთდება აკუმულატორის სისტემები, ძრავის კონტროლერები და ბევრი სხვა კომპონენტი. Ford ამგვარად აპირებს გაამარტივოს ტრადიციული ავტომობილების გადაკეთება ავტომობილების დიდი რაოდენობით მფლობელისთვის. ამჟამად ასეთ ცვლილებებს ძირითადად ახორციელებენ მსხვილი კომპანიები ან ენთუზიასტები, რომლებიც შემთხვევით ადგილებში პოულობენ მანქანების გადაკეთებისთვის საჭირო ნაწილებს. 

image.jpeg 

ძრავის პრეზენტაციის ფარგლებში Ford-მა ააწყო 1978 წელს გამოშვებულ კლასიკურ პიკაპ F-100-ის ერთადერთი ეგზემპლარი. იგი აღჭურვილია ორი Eluminator e-crate ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 480 ცხენის ძალა. სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები შეესაბამება Mustang Mach-E GT-ს, თუმცა იგი წარმოდგენილია Ford-ის კლასიკური სატვირთოს სახით. 

image.jpeg 

ელექტრო F-100 მოდელის ინტერიერიც ნასესხებია Mustang Mach-E GT-სგან, საერთო მახასიათებლებს შორისაა 15-დუიმიანი ეკრანი სამართავ პანელზე. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, პიკაპი არ გამოვა სერიულ წარმოებაში. ეს არის იმ ფაქტის დემონსტრირება, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს თავიანთი საყვარელი, შიდაწვის ძრავის მქონე ავტომანქანის გადაკეთება Ford-ის მიერ შემოთავაზებული კომპონენტებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.