Magdalena Posted November 4, 2021 Posted November 4, 2021 აშშ-ში Huawei-ს და ZTE-ს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის დემონტაჟს უახლოეს თვეებში დაიწყებენ. გასულ პარასკევს კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) ოფიციალურად წამოიწყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოცხადებული ორი ჩინური კომპანიის აღჭურვილობის ჩანაცვლების ხარჯების აღდგენის პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შეეძლებათ მიმართონ სუბსიდირებას Huawei-სა და ZTE-ის მოწყობილობების ქსელიდან ამოღების მიზნით. როგორც კი სატელეკომუნიკაციო კომპანიები მიიღებენ თანხებს ხარჯების ასანაზღაურებლად, მათ დაახლოებით ერთი წელი ექნებათ აღჭურვილობის მოხმარებიდან ამოღებისთვის. პროგრამას მთელი რიგი შეზღუდვები აქვს. პირველი - სუბსიდიით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთაც 10 მილიონზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ. მეორე - თანხები გამოიყოფა მხოლოდ იმ აღჭურვილობის დემონტაჟისთვის, რომლებიც Huawei-სა და ZTE-ს მიერ წარმოებულია არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა. ზოგიერთი ოპერატორი უკვე გამოთქვამს შიშს, რომ შესაძლოა ვერ შეძლონ დემონტაჟის დასრულება, ახალი აღჭურვილობის მოძიება და დაყენება მითითებულ ვადებში. ალაბამაში მოქმედი კომპანია Pine Belt Communications Inc.-ის პრეზიდენტ John Nettles-ის თქმით სიტუაციას ართულებს ის, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები კანონის მიხედვით აგრეთვე ვალდებულნი არიან მოახდინონ Huawei-სა და ZTE-ს აღჭურვილობის უტილიზაცია, ანუ მოიძიონ კონტრაქტორები სამრეწველო გამანადგურებლებით. Nettles-მა აღნიშნა, რომ Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობებს გადასამუშავებლად მანამდე ვერ გაუშვებენ, სანამ ოპერატორები არ მიიღებენ ახალ, დამონტაჟებისთვის მზა აღჭურვილობებს ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Ericsson ან Nokia. წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისი შეფერხდება - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი. https://tinyurl.com/pf9dr3hz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.