Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ში Huawei-ს და ZTE-ს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის დემონტაჟს უახლოეს თვეებში დაიწყებენ. გასულ პარასკევს კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) ოფიციალურად წამოიწყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოცხადებული ორი ჩინური კომპანიის აღჭურვილობის ჩანაცვლების ხარჯების აღდგენის პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შეეძლებათ მიმართონ სუბსიდირებას Huawei-სა და ZTE-ის მოწყობილობების ქსელიდან ამოღების მიზნით. 

image.jpeg 

როგორც კი სატელეკომუნიკაციო კომპანიები მიიღებენ თანხებს ხარჯების ასანაზღაურებლად, მათ დაახლოებით ერთი წელი ექნებათ აღჭურვილობის მოხმარებიდან ამოღებისთვის. პროგრამას მთელი რიგი შეზღუდვები აქვს. პირველი - სუბსიდიით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელაც 10 მილიონზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ. მეორე - თანხები გამოიყოფა მხოლოდ იმ აღჭურვილობის დემონტაჟისთვის, რომლებიც Huawei-სა და ZTE-ს მიერ წარმოებულია არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა. 

ზოგიერთი ოპერატორი უკვე გამოთქვამს შიშს, რომ შესაძლოა ვერ შეძლონ დემონტაჟის დასრულება, ახალი აღჭურვილობის მოძიება და დაყენება მითითებულ ვადებში. ალაბამაში მოქმედი კომპანია Pine Belt Communications Inc.-ის პრეზიდენტ John Nettles-ის თქმით სიტუაციას ართულებს ის, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები კანონის მიხედვით აგრეთვე ვალდებულნი არიან მოახდინონ Huawei-სა და ZTE-ს აღჭურვილობის უტილიზაცია, ანუ მოიძიონ კონტრაქტორები სამრეწველო გამანადგურებლებით. 

Nettles-მა აღნიშნა, რომ Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობებს გადასამუშავებლად მანამდე ვერ  გაუშვებენ, სანამ ოპერატორები არ მიიღებენ ახალ, დამონტაჟებისთვის მზა აღჭურვილობებს ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Ericsson ან Nokia. წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისი შეფერხდება - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.