Magdalena Posted November 3, 2021 Posted November 3, 2021 ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა ახალი მონიტორი, რომელიც განკუთვნილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. პანელის დასახელებაა XMMNT245HF2. ფოტოების წყარო: Xiaomi მოწყობილობის ზომაა 24.5 დუიმი დიაგონალზე, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. სიკაშკაშე აღწევს 400 ნიტს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად შეადგენს 178 გრადუსს. მონიტორის კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი. რეალიზებულია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა, რომელიც ამაღლებს გეიმინგ-პროცესის დინამიურობის დონეს კადრის გაყოფის ეფექტის აღმოფხვრის ხარჯზე. მხარდაჭერილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ფერის გადმოცემის სიზუსტე შეადგენს ΔE<1-ს. რეალიზებულია ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობის შემცირების ტექნოლოგია TÜV Rheinland სერტიფიკაციით. მონიტორზე ხელმისაწვდომია ინტერფეისები DP 1.2 და HDMI 2.1, აგრეთვე სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. წვრილი გვერდითი ჩარჩოების წყალობით შესაძლებელია პანელის გამოყენება მრავალმონიტორიან კონფიგურაციაში. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დამონტაჟება. მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 250 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/c88v3fkh
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now