Jump to content

Recommended Posts

Posted

წინა თაობის Macbook Pro მოითხოვდა უზარმაზარ ძალისხმევას ისეთი მარტივი ოპერაციისთვის, როგორიცაა ბატარეის გამოცვლა. როგორც iFixit ხუმრობით ამბობს, ბოლო თაობის MacBook Pro-ში ბატარეის გამოცვლა მოითხოვს „უსასრულო მოთმინებას, იზოპროპილის სპირტის ბოთლს და, სურვილისამებრ, ალკოჰოლის ბოთლს პირადი გამოყენებისთვის“. 

2019 წლის MacBook-ების მფლობელებისთვის სპეციალურად ბატარეის შეცვლის სახელმძღვანელოც კი გამოუშვეს, რომელიც 82 ეტაპს მოიცავს. 

image.jpeg 

2021 წლის Macbook Pro- დაშლის დროს iFixit-ის წარმომადგენელი სემ გოლდჰარტი ელოდა კვლავ მსგავსი რამის ნახვას, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. როგორც ჩანს, Apple-ის ინჟინრებმა გამოიტანეს დასკვნები და გამოასწორეს შეცდომები ახალი Macbook Pro- შემუშავებისას. მჯერად ძირითადი ელემენტების ამოღება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად, სპეციალური "ჩანართების" დაჭერით (იხილეთ სურათი ქვემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ბატარეის შეცვლა მაინც მოითხოვს ტრეკპადის ამოღებას, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. 

image.png 

iFixit-მა აგრეთვე შეძლო დაედასტურებინა, რომ ახალი Macbook შესანიშნავად მუშაობს არაორიგინალური ბატარეით დამოუკიდებლად შეცვლის შემდეგ. გარდა ამისა, ლეპტოპის პორტების უმეტესობა დისკის წამკითხველისა და HDMI კონექტორის გარდა ცალკეულ მოდულს წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზიანების შემთხვევაში მათი შეცვლა შესაძლებელია შედარებით მარტივად და იაფად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.