Magdalena Posted November 2, 2021 Posted November 2, 2021 პროგრამირების მხრივ კვანტურ კომპიუტერებში ჯერ კიდევ არ არის საქმე კარგად, თუმცა ფიზიკური და ქიმიური პროცესების სიმულაცია შესაძლებელია საკმაოდ მსხვილმასშტაბიან კვლევებში. Toyota-მ გადაწყვიტა ისარგებლოს კვანტური სისტემების ამ ფუნქციით, რათა იპოვოს ყველაზე ეფექტური მასალები ბატარეებისთვის. კომპანიამ მუშაობისთვის ადგილობრივი სტარტაპი მოიზიდა. ფოტოს წყარო: IBM მიმდინარე წლის ზაფხულში ტოკიოში კომპანია IBM-მა ტოკიოს უნივერსიტეტსა და მთელ რიგ იაპონურ სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთად აამოქმედა საკუთარი 27-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი Q System One სუპერგამტარი კუბიტებით. ამრიგად, იაპონურმა კომპანიებმა, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლეს რეალურ კვანტურ კომპიუტერთან პრაქტიკაში მუშაობა. IBM-ისთვის აუცილებელია ამ სისტემების პრაქტიკული გამოყენება. ამიტომ კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეწყო შესყიდვისთვის. ბატარეებისთვის საჭირო ახალი მასალების მოძიებაში კომპანია Toyota-ს დაეხმარება სტარტაპი QunaSys. ცნობილია, რომ მას გამოცდილება აქვს კვანტურ გამოთვლებში, ფართო სპექტრის მასალების თვისებების განსაზღვრის მიზნით მოდელირების განხორციელებაში. კვლევებში გამოიყენება სიმჭიდროვის ფუნქციონალის თეორიის ელემენტები, სადაც მყარი სხეული განიხილება, როგორც სისტემა, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით ერთნაირი ურთიერთმოქმედი ელექტრონებისგან. ფაქტობრივად ეს არის ელექტრონული სიმკვრივის განსაზღვრება, აღწერილი შროდინგერის კვანტური განტოლებით. დღევანდელ კვანტურ კომპიუტერებზე ასეთი რამ კარგად არის სიმულირებული. ჩვეულებრივ სუპერკომპიუტერებს მსგავსი სიმულაციისთვის თვეები სჭირდება, კვანტური სისტემა კი მაღალი სიზუსტით გამოთვლებს ბევრად სწრაფად ახორციელებს. მთელ მსოფლიოს სჭირდება სრულყოფილი ბატარეები და მათ რაც მალე შექმნიან, ყველასთვის უკეთესი იქნება. https://tinyurl.com/2unccud8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.