Jump to content

Recommended Posts

Posted

პროგრამირების მხრივ კვანტურ კომპიუტერებში ჯერ კიდევ არ არის საქმე კარგად, თუმცა ფიზიკური და ქიმიური პროცესების სიმულაცია შესაძლებელია საკმაოდ მსხვილმასშტაბიან კვლევებში. Toyota-მ გადაწყვიტა ისარგებლოს კვანტური სისტემების ამ ფუნქციით, რათა იპოვოს ყველაზე ეფექტური მასალები ბატარეებისთვის. კომპანიამ მუშაობისთვის ადგილობრივი სტარტაპი მოიზიდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: IBM 

მიმდინარე წლის ზაფხულში ტოკიოში კომპანია IBM-მა ტოკიოს უნივერსიტეტსა და მთელ რიგ იაპონურ სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთად ამოქმედა საკუთარი 27-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი Q System One სუპერგამტარი კუბიტებით. ამრიგად, იაპონურმა კომპანიებმა, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლეს რეალურ კვანტურ კომპიუტერთან პრაქტიკაში მუშაობა. IBM-ისთვის აუცილებელია ამ სისტემების პრაქტიკული გამოყენება. ამიტომ კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეწყო შესყიდვისთვის. 

ბატარეებისთვის საჭირო ახალი მასალების მოძიებაშ კომპანია Toyota-ს დაეხმარება სტარტაპი QunaSys. ცნობილია, რომ მას გამოცდილება აქვს კვანტურ გამოთვლებში, ფართო სპექტრის მასალების თვისებების განსაზღვრის მიზნით მოდელირების განხორციელებაში. კვლევებში გამოიყენება სიმჭიდროვის ფუნქცინალის თეორიის ელემენტები, სადაც მყარი სხეული განიხილება, როგორც სისტემა, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით ერთნაირი ურთიერთმოქმედი ელექტრონებისგან. ფაქტობრივად ეს არის ელექტრონული სიმკვრივის განსაზღვრება, აღწერილი შროდინგერის კვანტური განტოლებით. დღევანდელ კვანტურ კომპიუტერებზე ასეთი რამ კარგად არის სიმულირებული. 

ჩვეულებრივ სუპერკომპიუტერეს მსგავსი სიმულაციისთვის თვეები სჭირდება, კვანტური სისტემა კი მაღალი სიზუსტით გამოთვლებს ბევრად სწრაფად ახორციელებს. მთელ მსოფლიოს სჭირდება სრულყოფილი ბატარეები და მათ რაც მალე შექმნიან, ყველასთვის უკეთესი იქნება. 

  • Magdalena changed the title to Toyota აკუმულატორებისთვის საჭირო მასალებს კვანტური კომპიუტერის მეშვეობით შეიმუშავებს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.