Magdalena Posted November 1, 2021 Posted November 1, 2021 საგადახდო გიგანტი Mastercard უახლოეს დროში დააანონსებს საკუთარ ქსელში კრიპტოვალუტების მხარდაჭერას - აცხადებს CNBC. ბანკები და მერჩანტები შეძლებენ თავიანთ პროდუქტებში კრიპტოვალუტების ინტეგრირებას. საუბარია Bitcoin-საფულეებზე, საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე კრიპტოვალუტების დარიცხვისთვის, აგრეთვე ლოიალობის პროგრამებზე, რომელთა ქულები შესაძლოა ციფრულ აქტივებში დაკონვერტირდეს. Mastercard-ის ციფრული პარტნიორობის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა შერი ჰეიმონდმა განაცხადა, რომ ინიციატივა ბანკებს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიონ კრიპტო ბირჟებს. საგადახდო ქსელის პარტნიორი გახდება პლატფორმა Bakkt. იგი შუამავალი იქნება კრიპტოვალუტების გაყიდვასა და შენახვაში. Bakkt-ის გენერალურ დირექტორ გევინ მაიკლის თქმით კომპანიები შეძლებენ დამოუკიდებლად დააწესონ ტრადიციული ქულების Bitcoin-ში კონვერტირების კურსი და ამით მომხმარებლებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცენ. Bakkt-ის აქციებმა სავაჭრო სესია 234%-იანი ზრდით დახურეს. შეგახსენებთ, რომ მერჩანტებისთვის კრიპტოვალუტებში გადახდების მიღების შესაძლებლობის მინიჭების გეგმის შესახებ Mastercard-მა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. მაისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საგადახდო ქსელის მომხმარებელთა 40% გეგმავს კრიპტოვალუტების გამოყენებას. სექტემბრის დასაწყისში Mastercard-მა განაცხადა, რომ შეიძინა ანალიტიკური კომპანია CipherTrace, რომელიც სპეციალიზებულია ცხრაასზე მეტი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე საეჭვო აქტივობების გამოკვლევაში. https://tinyurl.com/y5ehbr3t Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.