Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

საგადახდო გიგანტი Mastercard უახლოეს დროში დააანონსებს საკუთარ ქსელში კრიპტოვალუტების მხარდაჭერას - აცხადებს CNBC. 

ბანკები და მერანტები შეძლებენ თავიანთ პროდუქტებში კრიპტოვალუტების ინტეგრირებას. საუბარია Bitcoin-საფულეებზე, საკრედიტო და სადებეტო ბარაებზე კრიპტოვალუტების დარიცხვისთვის, აგრეთვე ლოიალობის პროგრამებზე, რომელთა ქულები შესაძლოა ციფრულ აქტივებში დაკონვერტირდეს. 

Mastercard-ის ციფრული პარტნიორობის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა შერი ჰეიმონდმა განაცხადა, რომ ინიციატივა ბანკებს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიონ კრიპტო ბირჟებს. 

საგადახდო ქსელის პარტნიორი გახდება პლატფორმა Bakkt. იგი შუამავალი იქნება კრიპტოვალუტების გაყიდვასა და შენახვაში. 

Bakkt-ის გენერალურ დირექტორ გევინ მაიკლის თქმით კომპანიები შეძლებენ დამოუკიდებლად დააწესონ ტრადიციული ქულების Bitcoin-ში კონვერტირების კურსი და ამით მომხმარებლებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცენ. 

Bakkt-ის აქციებმა სავაჭრო სესია 234%-იანი ზრდით დახურეს. 

შეგახსენებთ, რომ მერჩანტებისთვის კრიპტოვალუტებში გადახდების მიღების შესაძლებლობის მინიჭების გეგმის შესახებ Mastercard-მა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. 

მასში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საგადხდო ქსელის მომხმარებელთა 40% გეგმავს კრიპტოვალუტების გამოყენებას. 

სექტემბრის დასაწყისში Mastercard-მა განაცხადა, რომ შეიძინა ანალიტიკური კომპანია CipherTrace, რომელიც სპეციალიზებულია ცხრაასზე მეტი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე საეჭვო აქტივობების გამოკვლევაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.