Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში სმარტფონების წარმოების სიდიდთ მეორე კომპანია. IDC-ის ცნობებით, კუპერტინოში დაფუძნებულმა კომპანიამ მესამე კვარტალში 50.4 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ეს 6.1 მილიონით მეტია Xiaomi-ს მიერ რეალიზებული სმარტფონების რიცხვზე, რომელიც ამ დრომდე მეორე ადგილს იკავებდა. პირველ ადგილზე კვლავ Samsung-ია, რომელმაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Apple-ზე 18.6 მილიონით მეტი სმარტფონი აწარმოა. 

image.jpeg 

phonearena.com 

უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ iPhone-ის მიწოდება წლიური გამოთვლით 20.8%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით Apple ხდება სმარტფონების ყველაზე სწრაფადმზარდი მწარმოებელი ლიდერების ხუთეულში. მაგალითისთვის, წლიური გამოთვლებით Samsung-ის მიწოდების მასშტაბი 14.2%-ით შემცირდა, Xiaomi-სა - 4.6%-ით. Samsung-ისა და Xiaomi-ს პოზიციების კარგვა ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტით აიხსნება, რომელიც წარმოების ყველა სეგმენტს შეეხო. მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვის მოცულობა 6.7%-ით შემცირდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით. 

image.jpeg 

phonearena.com 

თუმცა კრიზისი Apple-საც შეეხო. ამ დროისთვის iPhone 13- მიწოდების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომხმარებელი, რომელიც ახლა შეუკვეთავს მოწყობილობას, მიიღებს მას მხოლოდ ნოემბრის ბოლოს, ან სულაც დეკემბერში. ეს ანელებს iPhone-ის გაყიდვებს და ხელს უშლის Apple- გაუსწრო Samsung-, როგორც სმარტფონების ნომერ პირველ მწარმოებელს. თუმცა, სცენარის ამგვარად განვითარება შესაძლებელია, თუ Apple მომავალ წელს უზრუნველყოფს ჩიპების დიდ მარაგ. საწარმოო ექსპერტების პროგნოზით ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტი შეიძლება გაგრძელდეს მომავალი წლის ბოლომდე. 

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სმარტფონების ბაზარზე ცხელი ბრძოლა მიმდინარეობს Vivo-სა და Oppo-ს შორის. ორივე ჩინურმა კომპანიამ მესამე კვარტალში დაახლოებით 33.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა და ერთმანეთში იყოფენ მეოთხე ადგილს. Vivo-მ დაფიქსირა 5.8%-იანი ზრდა, ხოლო Oppo-ს მიწოდება 8.6%-ით გაიზარდა წელიწადში. 2021 წელს მიწოდებული სმარტფონების საერთო რაოდენობა ამჟამად 331.2 მილიონია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.