Magdalena Posted October 30, 2021 Posted October 30, 2021 საკუთარი მეტასამყაროს შექმნის მიზნით ფართომასშტაბიანი რებრენდინგისა და კომპანიის რეორიენტაციის შესახებ Facebook-ის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე GameFi-სა და ვირტუალური სამყაროს პროექტების ტოკენების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კაპიტაზაციით ორი უდიდესი მეტასამყაროს ტოკენის - Decentraland-ისა (MANA) და The Sandbox-ის (SAND) ფასები დღის განმავლობაში 45.8% და 28.6%-ით გაიზარდა, შესაბამისად. წყარო: CoinGecko. GameFi სფეროს უმსხვილესმა პროექტებმაც ასევე დააფიქსირა მაღალი ყოველდღიური მომგებიანობა. Axie Infinity (AXS) ტოკენის ფასი გაიზარდა 14.2%-ით, Enjin-ის (ENJ) - 15%-ით. წყარო: CoinGecko. Meta-ს (ყოფილი Facebook-ის) ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგის თქმით კორპორაცია 5 წლის განმავლობაში გარდაქმნის თავის ბიზნესს. მან ასევე განაცხადა, რომ მის მეტასამყაროზე წვდომა ექნებათ არა მხოლოდ Meta-ს აპარატურის, არამედ მესამე მხარის მოწყობილობების მფლობელ მომხმარებლებსაც. არ არის გამორიცხული, რომ ვირტუალური სამყაროს სფეროდან GameFi ტოკენებისა და პროექტების ირგვლივ მღელვარება დაკავშირებული იყოს ამ სივრცეებს შორის „ხიდების“ გაჩენის იმედებთან. გარდა ამისა, Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვიშალ შახმა განაცხადა, რომ მეტასამყარო მხარს დაუჭერს NFT-ს. ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ კორპორაცია დაინტერესებულია ციფრული აქტივების ინდუსტრიის განვითარებით. https://tinyurl.com/x6ppwj9r
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now