Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა თიზერები, რომლებიც გვაცნობებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Pro 14s Carbon 2022-ის ანონსის მოახლოებას. ლეპტოპს ექნება მაღალი ხარისხის დისპლეი წვრილი ჩარჩოთი. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: Gizmochina 

მოწყობილობაში გამოყენებული იქნება 2.8K ფორმატის პანელი 2880 × 1800 პიქსელი გაფართოებით. დისპლეის ზომაა 14 დუიმი დიაგონალზე. მხარდაჭერილია ფერების 1.07 მილიარდი შეფერილობა. კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 90 ჰერცს, მაქსიმალური სიკაშკაშე - 600 კდ/2-ს. ეკრანი ქარხნულად კალიბრირებული იქნება Delta E<2 მაჩვენებლით, რაც უზრუნველყოფს ყველა ფერის მაქსიმალურ ბუნებრიობას. მხარდაჭერილია აგრეთვე DisplayHDR True Black 500 სერტიფიკაცია. 

პორტატული კომპიუტერის კორპუსი დამზადებულია ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობით და ნახშირბადის ბოჭკოს ელემენტებით. ამ დროისთვის ჯერჯერობით დაანონსებულია მხოლოდ ერთი ფერის, ვერცხლისფერი მოდელის გამოსვლა. 

ღჭურვილობაში შედის აუდიოსისტემა Dolby Atmos ოთხი დინამიკით. ეკრანის ჩარჩოს ზედა ნაწილში განავსებულია ვებ-კამერა. 

image.jpeg 

ოფციის სახით მომხმარებლებს შესთავაზებენ სენსორული მართვის ეკრანის დაყენების შესაძლებლობას. კლავიატურას არ აქვს ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა მხარეს. ხელმისაწვდომია დიდი ზომის თაჩპედი. 

პორტატულ კომპიუტერ Lenovo Yoga Pro 14s Carbon 2022-ის ოფიციალური პრეზენტაცია 2 ნოემბერს შედგება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.