Jump to content

Recommended Posts

Posted

სატრანსპორტო საშუალების შემადგენობაში ელექტრო ძრავებისა და ბატარეების გამოყენება ელექტრომობილების მწარმოებლებს კონსტრუქციის აწყობისას კრეატიულობისთვის დიდ არევანს აძლევს. Hyundai Mobis აპირებს ელექტრომობილების მწარმოებლებს შესთავაზოს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბურავების ბრუნვას 90 გრადუსით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Hyundai Mobis 

ელექტრომობილების სეგმენტში უკანა საბურავების ბრუნვადობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებით ყველაზე მეტად ცნობილია კორპორაცია General Motors. მან უკვე დააანონსა კიბორჩხალის რეჟიმი“ Hummer-ისა და თანაპლატფორმელ პიკაპ Chevrolet Silverado-სთვის. ილონ მასკმა გარკვეული დროის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა პიკაპ Tesla Cybertruck-მაც მიიღოს უკანა საბურავების ბრუნვადობის შესაძლებლობა. საბურავების მოზრდილი ბაზის მქონე დიდი ზომის მანქანების შემთხვევაში მსგავსი ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს იძლევა ქალაქის პირობებსა და უგზოობაში მანევრირებისთვის. შესაძლებელია მანქანა გადაადგილდეს დიაგონალზე, აგრეთვე შემცირდება შემობრუნების რადიუსი. 

Business Korea-ს ინფორმაციით, სამხრეთკორეულმა კომპანია Hyundai Mobis-მა განაცხადა, რომ წარმატებას მიღწია ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აგრეგატების შემუშავებაში, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მანქანები საბურავების 90-გრადუსიანი ბრუნვის შესაძლებლობით. თუ ვივარაუდებთ, რომ ოთხივე საბურავს ექნება თავისუფლების ასეთი ხარისხი, მაშინ ელექტრომობილი შეძლებს გზის მკაცრად პერპენდიკულარულ მხარეს გადაადგილებას და ადგილზე მოხვევას, რაც დამატებით კომფორტს შექმნის ქალაქში პარკირებისა და მანევრირებისას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Hyundai Mobis 

საბურავებსა და ძრავს შორის მექანიკური კავშირის მქონე კლასიკური ავტომობილები იშვიათად უზრუნველყოფენ საბურავების მობრუნების 30-გრადუსიან კუთხეზე მეტს. Hyundai Mobis პირობას დებს, რომ 2023 წლისთვის შექმნის მზა პლატფორმას საბურავების 90 გრადუსით ბრუნვის შესაძლებლობით. 2025 წლისთვის კომპანია ამ პლატფორმას ავტომატური მართვის უნარს მიანიჭებს. ეს ყველაფერი კომპანიის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აწარმოონ  უჩვეულო კონსტრუქციისა და ფანტასტიკური მანევრირების მქონე ელექტრომობილები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხსენებული კომპანიის მთავარი მომხმარებლები არიან ბრენდები Hyundai, Genesis და Kia, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი მოდელები მათი პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.