Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის კვარტალურ ანგარიშში მეტად დიდი მოცულობის ინფორმაცია იქნა წარმოდგენილი. Alder Lake პროცესორები, რომელთა ანონის პირველი ფაზა მიმდინარე კვირაში შედგება, Intel-ის ხელმძღვანელმა პატრიკ გელსინგერმა კვარტალურ ღონისძიებაზე საქებარი ეპიეტებით მოიხსენია და პირობა დადო, რომ მოხდება მათი გავრცელება მაქსიმალური რაოდენობის სეგმენტებში, ფორმ-ფაქტორებისა და სითბური პაკეტების მხრივ ვარიანტებში კომპანიის მიერ ოდესმ წარდგენილ სხვა სერიებთან შედარებით. ეს პროცესორები სუპერმობილურ ვარიანტებადაც გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: CRN 

გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ Alder Lake პროცესორები დაეხმარება Intel- ბაზრის წილის გაზრდაში. მან ასევე უწოდა მათ "ფასის ლიდერები" ( pricing leader). ვინაიდან გელსინგერს არ გაუკეთებია დამატებითი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს გამოთქმა შეიძლება ორი გზით იქნას განმარტებული. ერთი მხრივ, Alder Lake პროცესორები შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი მათ შესაბამის საფასო სეგმენტში წარმადობის დონის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, Alder Lake სერიამ შესაძლოა გაზარდოს Intel-ის პროდუქტების საშუალო სარეალიზაციო ფასი და გახდეს ამ ფენომენის მთავარი კატალიზატორი. მეორე ვერსია არც ისე აბსტრაქტულია, რადგან ადრე კონფერენციაზე Intel-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სწორედ Alder Lake-ის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გაზარდა მოთხოვნა უფრო ძვირადღირებულ პროცესორებზე მზა კომპიუტერების მწარმოებლებს შორის. 

კვარტალურ ანგარიშზე 10-Q ფორმის მიხედვით მოთხოვნის ზრდას დესკტოპ სისტემებზე კომპანია Intel ხსნის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული „დაბალი ბაზის“ ეფექტით, ასევე კორპორატიული და კერძო სეგმენტების აღდგენით. ლეპტოპებზე მოთხოვნის შემცირება დიდწილად განპირობებულია შესაბამისი კომპონენტების დეფიციტით. ამასთან საშუალო ფასები მატულობს - Intel-ის პროდუქციის სტრუქტურაში ჩნდება სულ უფრო მეტი პროცესორი დიდი რაოდენობის ბირთვებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.